
მოდელი კრისტი ყიფშიძე პოდკასტის Humana Georgia· ს სტუმარი იყო. კრისტიმ მის ყოფილ მეუღლესთან, გიორგი ყიფშიძესთან დაშორებაზე ისაუბრა.
„ისიც არ მახსოვს, მე და გიორგი რატომ დავშორდით. რა თქმა უნდა, იყო წყენა, მაგრამ ყველაფერი ხდება. ბავშვს არ უნდა ეგრძნო დაშორება. რომ დავშორდით, სამი წლის არ იყო. ოჯახთან არ მქონია უსიამოვნება, კონკრეტულად გიორგისთან მქონდა უთანხმოება. ნატალია ორივე ოჯახში იყო ხოლმე. დღესაც მე და ლენუკა (ჩემი ყოფილი მული) ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ვერ ვიტყვი, რომ ახლა გიორგისთან ვმეგობრობ, მაგრამ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. გიორგის ბავშვებიც მოდიან ჩვენთან. ნატალია მარტო არაა“, - ამბობს კრისტი ყიფშიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე