რეზონანსი
23.10.2026

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი-2026“. ფორუმი ქალაქ პეკინში ჩატარდა, რომელიც ფოკუსირებული იყო ტერორიზმთან ბრძოლის პრაქტიკული თანამშრომლობისა და ანტიტერორისტული შესაძლებლობების განვითარების საკითხებზე.

ანზორ ჩუბინიძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რა დროსაც აღნიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა მოითხოვს ძლიერ ეროვნულ შესაძლებლობებს, მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობას, ნდობასა და დროულ კოორდინაციას.

ვიზიტის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ორმხრივი შეხვედრის ფორმატში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილეს, სპეციალური დაცვის ბიუროს დირექტორს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი პროფესიული ურთიერთობა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×