
ვეტერანი ფეხბურთელის გიორგი ნემსაძის მეუღლე, რუსუდან ჩირგაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის.
"მადლობა საქართველოს, მადლობა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს შიო III-ს, მადლობა ყაველ, მადლობა იმ სიყვარულისთვის, რაც ქართველმა ხალხმა გამოხატა გიორგის მიმართ.
დიდი ნუგეშია გიორგის დედისთვის, ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის, დისთვის, ძმისთვის თქვენი ასეთი თანადგომა.
მადლობა გიას ბიჭებო ყველაფრისთვის... და მაინც ჯერ ძალიან ადრე იყო გიო..." - დაწერა რუსუდან ჩირგაძემ.
გიორგი ნემსაძე მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.