რეზონანსი
25.10.2026

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ქვეყნის წარმოდგენა მშვიდობისა და განვითარების გარეშე დარჩენას უდრის.

გეგეჭკორი ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ მსგავსი სცენარები მიუღებელია.

„საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ეს ნიშნავს, საქართველო მშვიდობის, ქველმოქმედების და განვითარების გარეშე.

არ გამოვა. დინგში მიიღებთ! მიიღებთ, კანონის და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის სახელით", - წერს ლაშა გეგეჭკორი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×