რეზონანსი
24.10.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პიტერ მადიარს შეხვდა. მთავრობის მეთაური ბუდაპეშტში ქვეყნის ახალი პრემიერის მიწვევით იმყოფება. პრემიერი უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო და აღნიშნული თარიღი მადიარს მიულოცა.  

"საქართველოს მთავრობის მეთაურმა უნგრეთის პრემიერს საიუბილეო თარიღი მიულოცა და უნგრელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

პიტერ მადიარმა ოფიციალური მიღების სტუმრებს სიტყვით მიმართა და უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა”, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეს არის ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი უნგრეთში მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანმა ძალაუფლება დაკარგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×