რეზონანსი
25.10.2026

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიმ­დე­ბა­რედ, კერ­ძოდ კი შე­ნო­ბის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს, 12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი იყვნენ შეკ­რე­ბი­ლენი. აქ­ცი­ა­ზე მი­ვიდ­ნენ მამა და მა­მი­დაც მი­ვიდ­ნენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წილ­მა მა­მი­დას ჰკი­თხეს, თუ სად იყ­ვნენ ამ­დენ ხანს და რა­ტომ არ ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ მო­ზარ­დის მო­ძებ­ნით.

"არ ვიცი მა­მი­დამ რა იცის, მაგ­რამ, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მი­და იყო ის ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გუ­რი­კას თა­ო­ბა­ზე ავ­რცე­ლებ­და არა­სა­სურ­ველ ინ­ფორ­მა­ცი­ებს. რა იყო ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი? სად იყა­ვით 12 წელი - ეს ვკი­თხე ზუს­ტად და პა­სუ­ხი იყო ასე­თი, რომ რა­ტომ ვლა­პა­რა­კობ სა­ერ­თოდ" - აცხა­დებს "ტვ პირ­ველ­თან" აქ­ცი­ის მოულოდნელ ვიზიტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა სოფო ბიბილაშვილის ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძეც.

"ისი­ნი ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე არ გა­მო­დი­ოდ­ნენ, არ მე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ. უფრო მე­ტიც, როცა გან­ვა­ცხა­დე, რომ მა­მი­დის ნახ­ვის სურ­ვი­ლი მქონ­და, მან ჩემ­თან შეხ­ვედ­რა და სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა. დღეს კი, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო მათი და­ნახ­ვა, ისი­ნი შე­მო­უ­ერ­თდნენ აქ­ცი­ას, თუმ­ცა, მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, სა­უ­ბა­რი არ მქო­ნია. მზა­ო­ბას ვა­ცხა­დებ, რომ შევ­ხვდე­ბი, რო­გორც მათ, ასე­ვე სხვა პი­რებს, რომ­ლე­ბიც აქამ­დე გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ, მათ რომ­ლე­ბიც აქამ­დე თავს მა­რი­დებ­დნენ.

არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი არა­თუ სი­მარ­თლის დად­გე­ნით არა­მედ სი­მარ­თლის დად­გე­ნის მცდე­ლო­ბის გამო ჩემი კრი­ტი­კით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის­გან ჩემს მი­მართ შეც­ვლი­ლი პო­ზი­ცია ვნა­ხე. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუკი, ყვე­ლა­ნი, ხე­ლის შეშ­ლის ნაც­ვლად, და­ი­წყე­ბენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. მე ამ საქ­მე­ში მხო­ლოდ კე­თი­ლი მიზ­ნე­ბით ვარ ჩარ­თუ­ლი, რომ გამ­წა­რე­ბულ დე­დას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც ამ საქ­მი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, და­ვეხ­მა­რო“, - აცხა­დებს კა­კა­ბა­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×