რეზონანსი
25.10.2026

თეირანი ომის შემდეგ ფუნდამენტურ და სტრატეგიულ ცვლილებებს აანონსებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ყველაფერი შეიცვლება, მათ შორის ჰორმუზის სრუტის მართვა. აბას არაღჩის თქმით, ახალ რეალიებზე კონსულტაციები ომანთან უკვე დაწყებულია.

არაღჩი ტრამპის ბოლო განცხადებასაც გამოეხმაურა, შეერთებული შტატები ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს.

„ბოლო 1,5 წლის ომები, განსაკუთრებით, „რამადანის ომი" და „40-დღიანი ომი" რეგიონის ისტორიაში გარდამტეხ მომენტად იქცა. ამ ომებმა დაანგრია უსაფრთხოების არსებული სტრუქტურები და შეცვალა ვითარება რეგიონში. ეს არის რეალობა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოს მსოფლიომ, რეგიონის ქვეყნებმა და ყველამ ჩვენგანმა; აღარაფერი იქნება ისე, როგორც ადრე. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ახალი რეალიები დამყარდა. ჰორმუზის სრუტეში მარშრუტები არ იქნება ისეთი, როგორიც ადრე და არც ჰორმუზის სრუტის მართვა იქნება ისეთი, როგორიც ადრე. არის საკითხები, რომლებზეც მოლაპარაკებები გვქონდა და ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება", - დასძინა მინისტრმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×