რეზონანსი
26.10.2026

 პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა პა­ტი­მა­რი და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლი კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში" გა­მო­კი­თხეს. რო­გორც და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლის დე­დამ, ნინო აბ­რა­მიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და, მის შვილს ად­გილ­ზე ექ­სპერ­ტი­ზაც ჩა­უ­ტარ­და.

"რამ­დე­ნი­მე წუ­თია, რაც "ვი­ვა­მე­დის" ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს [გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა]. ექ­სპერ­ტიც იყო, ჩა­ა­ტა­რა ექ­სპერ­ტი­ზა. მისი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შე­ა­მოწ­მეს. მეტს ვე­რა­ფერს მო­გახ­სე­ნებთ იმი­ტომ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და ჩვენ­მა ად­ვო­კატ­მაც არ გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი იმი­ტომ, რომ ახლა ეს არ შე­იძ­ლე­ბა, რათა გა­მო­ძი­ე­ბას არ შე­ე­შა­ლოს ხელი. მგო­ნი, უკვე მიღ­წე­ვაა ის, რომ საქ­მე­ში გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რაა ჩარ­თუ­ლი.

მა­ნამ­დე იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა, მაგ­რამ ამ უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უბ­რა­ლოდ აი­ღეს "ფორ­მა 100" და ექ­სპერ­ტი­ზა არ ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ.

დღეს კლი­ნი­კა­ში [და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს] ჩა­უ­ტარ­და ფილ­ტვე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა. ცოტა სი­თხეა ფილ­ტვებ­ში. მიმ­დი­ნა­რე­ობს მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, კონ­სი­ლი­უ­მე­ბიც ტარ­დე­ბა, არა­ფე­რი არ აკ­ლია, კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც ჩა­რე­უ­ლია. ყვე­ლა­ფე­რი უკეთ­დე­ბა, რაც სა­ჭი­როა და იმე­დია, რომ გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და აბ­რა­მიშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი პა­ტა­რი­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შე­სა­ხე­ბაც და აღ­ნიშ­ნა, რომ ის არ უნდა გა­ეშ­ვათ, არა­მედ უნდა და­ე­კა­ვე­ბი­ნათ.

"ძა­ლი­ან აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვარ, რად­გან ერთი კვი­რის თავ­ზე გა­და­ა­ყე­ნეს, თა­ნაც რო­გორ გა­და­ა­ყე­ნეს - ჯერ შეს­თა­ვა­ზეს, თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბით გა­უშ­ვეს... რა­ტომ არ აიყ­ვა­ნეს პირ­და­პირ? ადა­მი­ა­ნებს პირ­და­პირ ქუ­ჩი­დან იჭე­რენ, რო­გორც ჩემი შვი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და, ეს რა­ტომ უნდა წა­ვი­დეს თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბით? სა­ბუ­თე­ბი რომ არ გა­ი­ფუ­ჭოს და ცოტა ხან­ში ისევ ამ სის­ტე­მა­ში და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა? ის უნდა მო­ეხ­სნათ, რად­გან მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ცი­ხე­ებ­ში დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ხდე­ბა და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ცი­ხე­ე­ბის უფ­რო­სია.

ასე­ვე უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ იმით, რომ ცი­ხე­ე­ბის უფ­რო­სი მოხ­სნეს, მაგ­რამ გლ­და­ნის მე-8 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რის უფ­რო­სი დღემ­დე თა­ვის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა. ეს გა­უ­გო­ნა­რი რამ არის. ყვე­ლა დუმს და ეს კაცი ჩვე­უ­ლებ­რივ აგ­რძე­ლებს თა­ვის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნას", - გა­ნა­ცხა­და ნინო აბ­რა­მიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გლ­და­ნის მე-8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მას­ზე ე.წ. კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტე­ტებ­მა - ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვილ­მა, იგი­ვე "კაწ­რომ", ვატო ყი­ფი­ან­მა, შოთა ყი­ფი­ან­მა და კი­დევ ორმა პირ­მა ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და.

აღ­ნიშ­ნულს პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლი კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში" მო­ა­თავ­სეს, სა­დაც ის მკურ­ნა­ლო­ბას დღემ­დე გა­დის.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ძი­ე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ და­ი­წყო, თუმ­ცა, შემ­დეგ, ის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად გა­და­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილს.

დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რამ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თა, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტორს, გი­ორ­გი პა­ტა­რი­ძეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩერ­დეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გი­ორ­გი პა­ტა­რი­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×