
ჟენევა შვეიცარიის სიდიდით მეორე და რომანდიის უდიდესი ქალაქი, ჟენევის კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს ჟენევის ტბის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. მდინარე რონის ორივე ნაპირზე. შვეიცარიის ქალაქი ჟენევა მთელი ევროპის ცენტრალური ქალაქია. აქ იდეალურად ერწყმის ერთმანეთს ბუნებრივი სილამაზე და ინდუსტრიული მიღწევები. ისტორიული და კულტურული ნაგებობების უკან საოცარი მთათა კასკადი და ტბები იმალება.
აქაურობა ყველა ტიპის მოგზაურისთვისაა - მათთვის, ვინც დასვენებასა და განტვირთვას ესწრაფვის და მათთვისაც, ვისაც ღირსშესანიშნაობების მონახულება სურს მოგზაურობისას. ამ ბლოგში დეტალურად მოგიყვებით ქალაქის შესახებ: გაგაცნობთ მის ღირსშესანიშნაობებს, კვების ობიექტებს, სავაჭრო ცენტრებს და მოგცემთ რეკომენდაციებს მოგზაურობის უფრო მარტივად და ბიუჯეტურად დასაგეგმად.ჟენევაში სამოგზაუროდ, ამინდების მხრივ, ზაფხული საუკეთესოა. ამ პერიოდში ქალაქში საუკეთესო ტემპერატურაა.
ასევე, ზაფხულსა და ზამთარში საშოპინგოდ სპეციალური პირობები დაგხვდებათ, დიდი ფასდაკლებები და შეთავაზებები. ივლისში აქ სპეციალური კულტურული დღესასწაულები და ლაშქრობები იმართება, ასევე ამ პერიოდში კვების ფესტივალებიც ეწყობა, მათ შორის ინდური სამზარეულოს გამოფენა. გაზაფხული და შემოდგომა კი შედარებით ნეიტრალური სეზონებია და ამ დროს ნაკლები ტურისტიცაა ქალაქში.
მოკლედ, ნებისმიერ სეზონზე ჟენევა იდეალურ დასვენებას გპირდებათ.ჟენევა არანაკლებ მიმზიდველია თავისი უჩვეულო ღირსშესანიშნაობებითა და საინტერესო ადგილებით. ერთ-ერთი მათგანია ცნობილი Jet d Eau შადრევანი. და ვის წარმოედგინა, რომ ადრე ის მხოლოდ ქალაქის ჰიდრავლიკური სისტემის მომსახურებას ემსახურებოდა? დღესდღეობით, ჟენევის ცენტრში Quai Gustave-Ador-ზე, ტურისტების ბრბო მოდის, რათა იხილონ შადრევნის 140 მეტრიანი წყლის ჭავლები, რომლებსაც, სხვათა შორის, სხვადასხვა ფორმის მიღება შეუძლიათ. საღამოს კი წყლის გიგანტი სხვადასხვა ფერებშია გაკაშკაშებული.ჟენევის ალბათ ყველაზე პოპულარული რელიგიური ღირსშესანიშნაობა,
წმინდა პეტრეს ტაძარი, უპირველეს ყოვლისა, იმით არის განსაცვიფრებელი, თუ როგორ ორგანულად აერთიანებს სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურულ სტილებს. ბაროკო, რომანული, კლასიციზმი - ქვის არქიტექტურის ნამდვილი ენციკლოპედია და ეს არა მხოლოდ არ აფუჭებს, არამედ ტაძარს უნიკალურ, მკაცრ სიდიადეს ანიჭებს.
შიგნით შესვლისას აუცილებლად ნახეთ საოცრად ლამაზი სამლოცველო და ადით სადამკვირვებლო გემბანზე - ჟენევის ხედი უბრალოდ მომაჯადოებელია!
The best restaurants in Geneva
Kiosque des Bastions

ეს რესტორანი ჟენევის გულში, პარკ ბასტიონშია განლაგებული და გარშემორტყმულია ბუნებითა და სიმშვიდით. აქ შესაძლებელია როგორ დიდი წვეულებების, ისე სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვა. შენობის შიგნით ასევე ბარიც მუშაობს დიდი არჩევანით, სადაც რამდენიმე ასეული სახეობის სასმელის დაგემოვნებაა შესაძლებელი. „კიოსკი" ასევე გამოირჩევა განსაკუთრებულად მიმზიდველი დიზაინით და ხმელთაშუა ზღვისპირეთის უგემრიელესი კერძებით.
Promenade des Bastions 1, 1205 Genève. www.bastions.ch Patrice Aroca (Directeur) +41 76 687 79 75 p.aroca@bastions.ch
Pretty Patty

ბავშვობის ნამდვილი ჰამბურგერის გემო და ხელმისაწვდომი ფასები ნებისმიერი ბიუჯეტის ადამიანისთვის - ასეთია ამ ბურგერების რესტორნის დაარსების იდეა. პროდუქცია მზადდება 100%-ით შვეიცარიული ინგრედიენტებისგან, ხოლო საქონლის ხორცით მარაგდება ვალეს კანტონში არსებული ფერმებიდან, რაც ჰამბურგერების გემოზე პირდაპირ აისახება. კომპანიის რესტორნების ინტერიერის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მინიმალიზმი და ლურჯი ფერის დომინაციაა, რაც სტუმრების ნდობის გაძლიერებისკენაა მიმართული.
Rue François-Bonivard 6 1201 Genève. hello@prettypatty.ch/www.prettypatty.ch Locations: Geneva Mont-Blanc - Rue François-Bonivard 6, Plainplais - av. Henri-Dunant 12, Zurich - Usteristrasse 21.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი შვეიცარიაში (Public transport in Switzerland)
1.მთავარი 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით შვეიცარიაში (Swiss Travel System, Travel Switzerland)
ხედები: შვეიცარია, ეს არის ულამაზესი ხედები, ხელუხლებელი ბუნება - მთები, ტბები, ჩანჩქერები, მწვანე ბალახიანი მდელოები, ტყეეები... საზოგადოებრივი ტრანსპორტის (Swiss Travel System) ეფექტურად გამოყენება შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ეს ყოველივე მაქსიმალურად აითვისოთ და დაათვალიეროთ, მიაკვლიოთ საუკეთესო პანორამულ ხედებს და მიიღოთ მაქსიმუმი იმისგან, რისი შემოთავაზებაც შვეიცარიას შეუძლია. Swiss Federal Railways (SBB), Switzerland Tourism (ST)
საიმედოობა: შვეიცარიული საზოგადოებრივი ტრანსპორტი სახელგანთქმული შვეიცარიული საათივით გამართულად და პუნქტუალურად მუშაობს, რაც შესაძლებლობას მოგცემთ დანიშნულების ნებისმიერ პუნქტში დროულად მიხვიდეთ, დაგვიანების გარეშე - სტაბილურობა, უტყუარობა და პუნქტუალურობა გარანტირებულია.
მიღწევადობა: საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გამოყენებით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ნებისმიერ წერტილში მიაღწევთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა რთული რელიეფით, მთაგორიანი ადგილებით და უმაღლესი მწვერვალებით გამოირჩევა. ზოგიერთი დასახლებული პუნქტი კი ხშირად სწორედ მთის მწვერვალზეა განლაგებული. ზუსტად ასეთ, ერთი შეხედვით მიუღწევად ადგილებამდეც მიხვალთ ადგილობრივი ტრანსპორტის სწორედ გამოყენების შემთხვევაში.
მდგრადობა: შვეიცარიის სატრანსპორტო სისტემის გამოყენებით მინიმუმამდე მცირდება ადამიანის ნეგატიური ზემოქმედება ბუნებაზე. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ ქვეყნის უნიკალური ბუნება პირვანდელი სახით ხანგრძლივად იქნას შენარჩუნებული და მისით ტკბობა არამარტო ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ, ქვეყანაში ჩასულ ურიცხვ სტუმარსაც შეეძლოს.
ბილეთი: მაქსიმალურად გამარტივებული სამგზავრო სისტემა მთელი ქვეყნის მასშტაბით - შვეიცარიული სამგზავრო ბარათი (Swiss Travel Pass) შესაძლებლობას გაძლევთ ისარგებლოთ ტრანსპორტის ყველა ძირითადი სახეობით ქვეყნის ტერიტორიაზე ულიმიტოდ, როგორ ადგილობრივ, ისე რეგიონალურ დონეზე - Switzerland.com/travel
2. შვეიცარიის (Travel Switzerland) სამგზავრო ბარათი (Swiss Travel Pass) ეს არის უნიკალური სამოგზაურო სისტემა - ყველა ბილეთი ერთში, რომელიც ფარავს შემდეგ სერვისებს:
ულიმიტო მგზავრობა მატარებლის, ავტობუსის და ბორანის გამოყენებით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე და ნებისმიერ წერტილში - სოფლებში, დაბებში, ქალაქებში, კანტონებში.
ულიმიტო მოგზაურობა პანორამულ მატარებლებზე. ამ ტიპის მატარებლები კონკრეტულ მარშუტებზე მოძრაობს და მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს, რომ შვეიცარიის ყველაზე ლამაზი ხედებით დატკბნენ, მათ შორის რთულ რელიეფურ ადგილებშიც. მატარებლების დიზაინიც ისეა შექმნილი, რომ ხილვადობა მაქსიმალურადაა გაზრდილი და ადაპტირებულია ადამიანების ყველაზე კომფორტულ მოთხოვნებთან.
ლოკალურს დონეზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტო სარგებლობა 90-ზე მეტ დასახლებასა და ქალაქში, რაც იმას ნიშნავს, რომ შვეიცარიის ნებისმიერ სოფლამდე მიაღწევთ კომფორტული, თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენებით.
უფასოდ შესვლა 500-ზე მეტ მუზეუმსა და კულტურულ-ისტორიული ღირებულების დაწესებულებაში, რაც განსაკუთრებული შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ახლოს გაეცნოს შვეიცარიის ისტორიასა და კულტურას.
ულიმიტო მგზავრობა ისეთ გამორჩეულად მოთხოვნად და რთულად მისაღწევ ადილებში, როგორებიცაა: მთა რიგი, სტანსერბორნი და სტუსი.
50%-მდე ფასდაკლება მთის ექსკურსიებზე, რაც ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვინც მთის კულტურითაა დაინტერესებული და სურს მოინახულოს შვეიცარიის მთაგორიანი მხარეები ექსკურსიაგამყოლთან ერთად.
უფასო შვეიცარული საოჯახო ბარათით (Swiss Family Card) თქვენი შვილები 6-დან 16-წლამდე ასევე სრულად და უფასოდ ისარგებლებენ შვეიცარიის სამგზავრო ბარათის (Swiss Travel Pass) ყველა შეღავათით. (როდესაც მშობლები ფლობენ Swiss Travel Pass-ს. მათ შორის სამთო ექსკურსიებითა და მუზეუმებით. რაც შეეხება 6-წლამდე ბავშვებს, მათ შვეიცარიის მასშტაბით ყველგან უფასოდ შეუძლიათ მგზავრობა. Switzerland.com/tickets
3. მთავარი 5 შვეიცარული პანორამული მატარებელი (Glacier Express, Bernina Express, GoldenPass Panoramic, Gotthard Panorama Express, Luzern-Interlaken Express) გაივლის ქვეყნის ზღაპრულ მთის ხედებთან, იდეალისტურ ველებსა და სოფლებთან, რომლებიც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ჭერამდე ასული ფანჯრებიან მატარებლებში მგზავრები ყველაზე მაღალი ხარისხის კომფორტს მიიღებენ. რაღა თქმნა უნდა შვეიცარიის სამგზავრო ბარათის საშუალებით (Swiss Travel Pass) ამ სერვისსაც ულიმიტოდ და უფასოდ მიიღებთ. ასეთი ტიპის მატარებლებზე უმჯობესია ადგილები წინასწარ დაჯავშნოთ, რადგანაც მათზე მოთხოვნილება განსაკუთრებით დიდია. Switzerland.com/panorama
4. შვეიცარიის დიდი სამატარებლო ტური - ეს არის ყველაზე მშვენიერი პანორამული მატარებლების მარშრუტებისა და მთავარი სანახაობების კომბინირება ერთ პაკეტში, რაც შესაძლებლობას მოგცემთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პანორამული მიმართულება ერთიან სისტემაში ჩასვათ და სქემატური პაკეთი შექმნათ საკუთარი თავისთვის ქვეყნის სხვადასხვა წერტილისა და ხედების მაქსიმალურად ასათვისებლად.
ასეთი პაკეტის შესაქმნელად, რაღა თქმა უნდა, უმჯობესია წინასწარ დაგეგმვა და ყველაფრის მომზადება, რათა სხვადასხვა პანორამული სამატარებლო მიმართულებები ერთიან პაკეტში გაერთიანდეს. GrandTrainTour.com
5.გამოსცადე შვეიცარია (Travel Switzerland) ყოველდღიური აღმოჩენებით - ეს არის განსაკუთრებული პაკეტი, რომელიც შექმნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კონკრეტული ქალაქების, დასახლებების, ან რაიმე ადგილების მონახულება სურთ - მათ შეუძლიათ ყოველდღიურად გამოიცვალონ ადგილსამყოფელი და გადაადგილდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილებში, ისე, რომ არ ჰქონდეთ საზრუნავი ბარგის გადატანა ერთი ადგილიდან-მეორეში, ანდაც ყოველ ჯერზე სხვადასხვა სასტუმროებში ხელახალი რეგისტრაციიის გავლა.
ეს არის ეგრედ წოდებული უფრო ღრმა ტურიზმის გამორჩეული სახეობა, როდესაც მოგზაურს სურს უფრო სიღრმისეულად გაეცნოს ადგილობრივ ცხოვრებას, ყოფას. დაათვალიეროს არამხოლოდ გამორჩეული და სახელგანთქმული ტურისტული ღორშესანიშნაობები, არამედ შეიგრძნოს ლოკალური, ნამდვილი ცხოვრება და თავი იგრძნოს როგორც ადგილობრივმა. Switzerland.com/experiences/experience-tour/day-discoveries