რეზონანსი
23.11.2026

 უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს სამი რაკეტის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, პოლონეთის ხელისუფლებამ დახმარებისთვის ნატოს მოკავშირეებს მიმართა. ბრიუსელში ვარშავის წინადადებებს განიხილავენ, რომლებიც უსაფრთხოების გაძლიერებას ეხება, იუწყება RMF 24.

„უახლოეს მომავალში ნატოს მოკავშირეებისგან ჩვენი აღმოსავლეთ საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად მნიშვნელოვან მხარდაჭერას მივიღებთ! ორშაბათს ნატოს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება (უკვე გაიმართა, რედაქციის შენიშვნა), სადაც კონკრეტულ წინადადებებს წარვადგენთ და მოქმედების ახალ ვარიანტებს განვსაზღვრავთ", განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.

მანამდე პოლონეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ლუბლინისა და პოდკარპატიის სავოევოდოებში აღმოჩენილი საფრენი აპარატების ყველა ფრაგმენტი რუსულ ფრთოსან რაკეტებს, Х-101-ს ეკუთვნის, რომლებიც 2026 წლის მეოთხე კვარტალში მოსკოვის მახლობლად, დუბნაში მდებარე ქარხანაში დამზადდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×