რეზონანსი
16.11.2026

ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, დაარსებიდან 105 წლის განმავლობაში, არასდროს შეუწყვეტია საკუთარი თავის გაძლიერება. როგორ შეძლო ხანგრძლივად მმართველმა დიდმა პარტიამ,შეენარჩუნებინა სიცოცხლისუნარიანობა და თავი დაეღწია აღზევებისა და დაცემის ისტორიულიციკლისგან -რაც სახელმწიფოთა მართვის პროცესში განმეორებადი კანონზომიერებაა - ფართო საერთაშორისო ინტერესის საგნად იქცა.

26-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით, პეკინში გაიმართა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ცენტრალური კომიტეტის მეხუთე პლენარული სხდომა, რომლის მთავარი აქცენტი პარტიის ყოვლისმომცველი და მკაცრი შიდა მმართველობის თანმიმდევრულ გაძლიერებაზე იყო. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები არა მხოლოდ ასახავს ჩინეთის კომუნისტური პარტიის შორსმჭვრეტელ ხედვასა და პასუხისმგებლობის გრძნობას, რაც მიმართულიაჩინური სტილის მოდერნიზაციის გზითძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისა და ეროვნული აღორძინების დიდიმიზნისკენ, არამედ გარე სამყაროსაც აძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, დააკვირდეს თანამედროვე ჩინეთის მართვის შიდა ლოგიკას და უკეთ გაიაზროს ჩინეთის განვითარების სტაბილურობა და პროგნოზირებადობა.

1. საუკუნოვანი პოლიტიკური პარტიის თვითრევოლუცია

პლენარულ სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ ჩინეთის მიზნების მიღწევის გასაღები თავად პარტიაშია, კერძოდ კი - პარტიის ყოვლისმომცველ და მკაცრ მართვაში. ჩინური სტილის მოდერნიზაციის გზით ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისა და ჩინელი ერის დიდებული აღორძინების ხელშეწყობაზე ორიენტირებულმა სხდომამ წამოაყენა შვიდი პრინციპი პარტიის ყოვლისმომცველი და მკაცრი მართვის თანმიმდევრული განხორციელებისთვის, ასევე განსაზღვრა შვიდი სტრატეგიული ამოცანა და ძირითადი ინიციატივა. სხდომაზე ხაზი გაესვა პრობლემებზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობას,რაც გულისხმობს წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრას და ყველაზე მწვავე საკითხების მოგვარებისთვისპრიორიტეტის მინიჭებას. აქცენტი ასევე გაკეთდა კონფლიქტისგან თავის არ არიდებაზე, პრობლემებისთვის თვალის გასწორებაზე; ხაზი გაესვა, რომ დაუშვებელია ნაკლოვანებების უგულებელყოფა ან ხარვეზების დაფარვა,ამ ყველაფრის მიზანი კი თვითრევოლუციის სრულყოფაა.გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ თუ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყოვლისმომცველი და მკაცრი მმართველობა რაიმე გავლენას ახდენს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე, ეს გავლენა უფრო დადებითია, ვიდრე უარყოფითი, რადგან ასეთი მმართველობა ემსახურება სამართლიანობის შენარჩუნებას, დაბრკოლებების აღმოფხვრას და არეულობის გამოსწორებას; ის იცავს სამართლიანი კონკურენციით განსაზღვრულ საბაზრო გარემოს და ასტიმულირებს დადებით ენერგიას, რომელიც საჭიროა ინიციატივების განსახორციელებლად და წარმატების მისაღწევად. ამ ზომების ძირითადი მიზანია უზრუნველყოს, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ შეინარჩუნოს ღრმა, ორგანული კავშირი ხალხთან, შეინარჩუნოს მნიშვნელოვანგამოწვევებზე საპასუხო მოქმედების უნარი და შექმნას მყარი საფუძველი მაღალი ხარისხის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

2. ჩინეთის მმართველობის გლობალური მნიშვნელობა

ჩინეთის კომუნისტური პარტია მიზნად ისახავს ჩინელი ხალხისთვის ბედნიერების მოპოვებას და ჩინელი ერის აღორძინებას, ასევე - კაცობრიობის პროგრესსა და სამყაროს დიად ერთიანობას. მსოფლიოში უდიდესი მმართველი პარტიისმართვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თავად ჩინეთის განვითარებისთვის და ასევე ურთიერთდაკავშირებულია დანარჩენ მსოფლიოსთან.

ჩინური გამოცდილებით წვლილის შეტანა კაცობრიობის პოლიტიკურ ცივილიზაციაში.

არ არსებობს უნივერსალური პოლიტიკური მოდელი, თითოეული ქვეყნის სისტემა მისსავე ისტორიას, კულტურასა და ეროვნულ თავისებურებებს ეფუძნება. როგორ დავაღწიოთ თავი აღზევებისა და დაცემის, წესრიგისა და ქაოსისისტორიულ ციკლს? ეს არის ფუნდამენტური საკითხი, რომელზეც ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ სათანადო პასუხი უნდა გასცეს, რათა შეინარჩუნოს მმართველობა გრძელვადიან პერსპექტივაში. ამასთან დაკავშირებით, ამხანაგმა მაო ძედუნმა იენანის მიწურში ყოფნისას პირველი პასუხი შემოგვთავაზა: „ხალხმა უნდა გაუწიოს ზედამხედველობა ხელისუფლებას". ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-18 ეროვნული ყრილობის შემდეგ, ყოვლისმომცველი და მკაცრი თვითმართვის პრაქტიკის საფუძველზე, ჩვენ მივაგენით მეორე პასუხსაც - „თვითრევოლუციას".ჩინეთის კომუნისტური პარტიის „თვითრევოლუცია" მკაფიოდ არის განსაზღვრული: იგი გულისხმობს „დანის პირის საკუთარი თავისკენ მიმართვას", ანუ ყოვლისმომცველ და მკაცრ თვითმართვას პარტიის მოწინავე ბუნებისა და სიწმინდის შესანარჩუნებლად. ამ გზით მიიღწევა თვითგანწმენდა, თვითსრულყოფა, თვითგანახლება და თვითგაუმჯობესება. თავისი ასწლიანი ისტორიის განმავლობაში, როცაჩინეთის კომუნისტური პარტია ხალხს უძღვებოდა ჩინელი ერის დიდი აღორძინების დაუღალავ ბრძოლაში,იგი მუდმივად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პარტიის მართვას, იჩენდა სიმამაცეს, რათა დაეცვა ჭეშმარიტება და გამოესწორებინა შეცდომები.საკუთარ ძალებსა და ხალხის მხარდაჭერაზე დაყრდნობით, პარტია შიდა პრობლემების გადაჭრის გზით კიდევ უფრო გაძლიერდა და ასევე მნიშვნელოვანი მაგალითი გახდა მსოფლიოს სხვა პოლიტიკური პარტიების სამართავად.

სასარგებლო მითითებები განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებიც მოდერნიზაციის გზებს ეძებენ.

ყოვლისმომცველი და მკაცრი მართვა წარმოადგენს იმ „მმართველობისსაიდუმლოს", რომლის მეშვეობითაც ჩინეთის კომუნისტური პარტია მუდმივად აძლიერებს საკუთარ თავსა და ხელმძღვანელობის უნარს. იგი პარტიული მართვის ახალ, სამაგალითო მიდგომას გვთავაზობს, რომელიც დიდ ღირებულებას წარმოადგენს მსოფლიოს იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ქვეყნების მართვის სისტემების მოდერნიზებას და მმართველობის შესაძლებლობების გაუმჯობესებას. საკუთარი ეროვნული რეალობიდან გამომდინარე, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ შეიმუშავა ჩინური მახასიათებლების მქონე სოციალიზმის სისტემა, რომელიც დიდი სასიცოცხლო ძალით გამოირჩევა. სწორედ ამ სისტემამ მისცა ქვეყანას საშუალება, მიეღწია ორი დიდი სასწაულისთვის - სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და გრძელვადიანი სოციალური სტაბილურობისთვის.ჩინეთის მიერ ისეთ სფეროებში დემონსტრირებული მმართველობის ეფექტურობა, როგორიცაა სიღარიბის შემცირება, მწვანე ტრანსფორმირება და ინფრასტრუქტურის განვითარება, ფასდაუდებელ გამოცდილებასა და ახალ არჩევანს სთავაზობს განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც დამოუკიდებლად მიისწრაფვიან მოდერნიზაციისა და ეროვნული კეთილდღეობისკენ. „სარტყლისა და გზის" ინიციატივისა და გლობალური განვითარების ინიციატივის მაღალი ხარისხით ერთობლივი განხორციელების გზით, ჩინეთმა სიღარიბის შემცირებისა და მმართველობის გამოცდილება გლობალური სამხრეთის ქვეყნებს გაუზიარა,მსოფლიო სასარგებლო რეკომენდაციებითა და ნდობით უზრუნველყო და ხაზი გაუსვა ჩინური მმართველობის მოდელის უფრო ფართო გლობალურ მნიშვნელობას.

მსოფლიოსთვის სტაბილურობისა და სიცხადის შეთავაზება.

ბოლო საუკუნის განმავლობაში უპრეცედენტო და მასშტაბური გლობალური ცვლილებების ფონზე, ჩინეთის კომუნისტური პარტია გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის ერთგული დარჩა და შეინარჩუნა მტკიცე პოლიტიკური და სტრატეგიული ნებისყოფა. ჩინეთი ყოველთვის მიჰყვებოდა მშვიდობიანი განვითარების გზას; პოლიტიკის სტაბილურობისა და ეკონომიკის მდგრადი და ჯანსაღი განვითარების მეშვეობით, მან პოზიტიური იმპულსი შესძინა სამყაროს, რომელიც დღესდღეობით არასტაბილურობითა და ტრანსფორმაციით ხასიათდება. ბოლო წლების განმავლობაში, გლობალურ ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით 30%-იანი წვლილით, ჩინეთი კვლავაც რჩება მსოფლიო ეკონომიკური ზრდის უმსხვილეს მამოძრავებელ ძალად.პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ოთხი მნიშვნელოვანი გლობალური ინიციატივა წამოაყენა. კაცობრიობისსაერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნის ხედვაზე დაფუძნებული ეს ინიციატივები, რომლებიც მოიცავს განვითარების, უსაფრთხოების, ცივილიზაციათშორისი გაცვლისა და მმართველობის სფეროებს, გლობალური გამოწვევების დაძლევისა და გლობალური მმართველობის სისტემის გაუმჯობესების ჩინურ მიდგომას გვთავაზობს. ჩინური სტილის მოდერნიზაციის ახალი მიღწევები გლობალური განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ქვეყნის მართვასა და საკუთარ განვითარებაში დაგროვილმა მდიდარმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ ძლიერი სტიმული მისცა ჩინეთის მეგობრულ თანამშრომლობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის - საქართველოსთან. მიმდინარე წლის 9 ივნისს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზეგადასვლისშესახებ, რითაც ახალი პერსპექტივები გაიხსნა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის.ორ მხარეს შორის ხშირია მაღალი დონის მიმოსვლა. აღსანიშნავია, რომ ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის ბოლოდროინდელი წარმატებული ვიზიტი საქართველოში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთის ლიდერების მხრიდან განხორციელებულ ვიზიტებს შორის ყველაზე მაღალი რანგის ვიზიტი იყო. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურმა და სავაჭრო თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო, სავაჭრო ბრუნვა მუდმივად იზრდება,მიმდინარე წლის აპრილში მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების განახლების თაობაზე. უვიზო რეჟიმის სარგებელი სულ უფრო ხელშესახები ხდება, ფართოვდება პირდაპირი ავიამიმოსვლა, რაც ხელს უწყობს ტურიზმის, ბიზნესისა და ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას. მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობამ 119 000-ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23,6%-იანი ზრდაა.

ჩინეთის კომუნისტური პარტია ურყევად აგრძელებს ყოვლისმომცველი და მკაცრი თვითმართვის განხორციელებას. საკუთარი ეფექტიანი მმართველობის მეშვეობით, მან უზრუნველყო ის ხელმძღვანელობა და გარანტიები, რომლებიც აუცილებელია ჩინეთის მმართველობითი სისტემის წარმატებისთვის; ამავდროულად, მან აღმოსავლური სიბრძნით წვლილი შეიტანა კაცობრიობის პოლიტიკური ცივილიზაციის განვითარებაში. ჩინეთის განვითარება განუყოფელია მსოფლიოსგან, ხოლო მსოფლიოს განვითარება, თავის მხრივ, საჭიროებს ჩინეთს. ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, რათა განახორციელოს მაღალი ხარისხის თანამშრომლობა „სარტყლისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში, დანერგოს ჭეშმარიტი მულტილატერალიზმი და ერთობლივად შეუწყოს ხელი კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოებისჩამოყალიბებას, რაც გზას გაგვიხსნის მშვიდობიანი, განვითარებული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობით სავსე ნათელი მომავლისკენ.

 

საქართველოში ჩინეთის საელჩოს დროებითი საქმეთა რწმუნებული, ტაი ჩუნიუნგი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×