რეზონანსი
24.11.2026

კი­ე­ვის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ ელი­ზა­ვე­ტა იას­კო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შო­რის და­ვა­ზე - სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ალი­მენ­ტე­ბის და­კის­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. სა­სა­მარ­თლომ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა, რის შე­დე­გა­დაც იას­კომ ამ ეტაპ­ზე სა­სა­მარ­თლოს გზით სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ქა­ლიშ­ვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ ალი­მენ­ტე­ბის გა­დახ­დის და­კის­რე­ბა ვერ შეძ­ლო. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა „ხაბარ ინფო“ წერს:

საქ­მე იას­კოს გან­ცხა­დე­ბას ეხე­ბო­და, რომ­ლი­თაც ის კი­ე­ვის შევ­ჩენ­კოს რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავ­და და სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან მათი სა­ერ­თო არას­რულ­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის, ჟას­მი­ნის სა­სარ­გებ­ლოდ ალი­მენ­ტე­ბის და­კის­რე­ბას ითხოვ­და. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ელი­ზა­ვე­ტა იას­კომ სა­სა­მარ­თლოს ჯერ კი­დევ აგ­ვის­ტო­ში მი­მარ­თა და ალი­მენ­ტე­ბის და­კის­რე­ბის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო ბრძა­ნე­ბის გა­მო­ცე­მა მო­ი­თხო­ვა. თუმ­ცა, რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მისი გან­ცხა­დე­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

უა­რის მი­ზე­ზი სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის ან ყოფ­ნის ად­გი­ლის დად­გე­ნის შე­უძ­ლებ­ლო­ბა გახ­და. სა­სა­მარ­თლოს გან­მარ­ტე­ბით, ალი­მენ­ტე­ბის და­კის­რე­ბის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბის გა­მო­სა­ცე­მად აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო მო­პა­სუ­ხის მი­სა­მარ­თის ცოდ­ნა, რად­გან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ ამ მი­სა­მარ­თზე უნდა გაგ­ზავ­ნი­ლი­ყო.

თუ პი­რის რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს, სა­სა­მარ­თლო ბრძა­ნე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ძა­ლა­ში ვერ შევა. რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იას­კოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა, თუმ­ცა შე­დე­გი არ შეც­ვლი­ლა. 16 ნო­ემ­ბერს კი­ე­ვის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გან­ჩი­ნე­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა.

ორი­ვე სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კონ­კრე­ტულ მი­სა­მარ­თზე 2015 წლის 11 აგ­ვის­ტომ­დე იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ამ თა­რი­ღის შემ­დეგ რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მო­იხ­სნა.

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გან­მარ­ტა, რომ ეს მო­ნა­ცე­მე­ბი მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის წარ­სულ­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილ­სა და რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნის ფაქტს ადას­ტუ­რებ­და, მაგ­რამ არ იძ­ლე­ო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბას, და­ედ­გი­ნათ მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი, კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ან ყოფ­ნის ად­გი­ლი.

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში შე­ვი­და და გა­სა­ჩივ­რე­ბას აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, იას­კომ სა­სა­მარ­თლოს გზით ვერ შეძ­ლო სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მათი სა­ერ­თო არას­რულ­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის, ჟას­მი­ნის სა­სარ­გებ­ლოდ ალი­მენ­ტე­ბის გა­დახ­დის და­კის­რე­ბა.

„გლავკომის“ ცნო­ბით, ალი­მენ­ტე­ბის სა­კი­თხი იას­კო­სა და სა­ა­კაშ­ვილს შო­რის მიმ­დი­ნა­რე ერ­თა­დერ­თი სა­სა­მარ­თლო დავა არ არის. გა­მო­ცე­მა წერს, რომ დე­პუ­ტატ­მა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო დავა ჯერ კი­დევ მა­ნამ­დე და­ი­წყო და ალი­მენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნას­თან ერ­თად მისი მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა­საც ითხოვს.

ამ­რი­გად, ალი­მენ­ტე­ბის საქ­მე­ზე მი­ღე­ბუ­ლი სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ სა­სა­მარ­თლომ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის სა­კი­თხიც გა­და­წყვი­ტა. ეს მე­ო­რე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და­ვაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×