რეზონანსი
20.05.2024

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის ნაბიჯებით უკმაყოფილოა. რუსი მაღალჩინოსანი სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებამ გააღიზიანა, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ მაკრონის საქართველოში მიწვევა მიზნად კავკასიის საბჭოთა უღლისა და რუსული გავლენისგან გათავისუფლებას ისახავს. 

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩვენს გაოცებას განაგრძობს. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად პრეზიდენტ მაკრონის მივწევა  საერთაშორისო პრაქტიკას სრულად შეესაბამება, თუმცა მაშინ რაღა საჭიროა, ქალბატონო პრეზიდენტო, იმის ხმამაღლა გაჟღერება, რომ ვიზიტი მიზნად "კავკასიის საბჭოთა უღლისა და რუსული გავლენისგან გათავისუფლებას“ ისახავს? სააკაშვილის სტანდარტების მანიაკალური გაგრძელებაა, ეს კი უკვე დიაგნოზს ჰგავს, - წერს კარასინი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×