რეზონანსი
12.06.2024

კოალიციური მთავრობის პირობებში, სუს-ი ამ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს, უნდა დაინგრეს - სუს-ი რეალურად, არ ასრულებს არც ერთ თავის ვალდებულებას და მონაწილეა ყველა იმ ძალადობის, რომელიც პოლიტიკური ლიდერების და ახალგაზრდების წინააღმდეგ ხორციელდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან გამაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიში გასული წლების ანგარიშისგან არაფრით განსხვავდება.

„სუს-ი არის მთავარი დამკვეთი და ორგანიზატორი მათ შორის, ახალგაზრდებზე თავდასხმაში, ყველა ძალადობაში, რომელსაც 12 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ქვეყანაში ვხედავთ.

რაც შეეხება ანგარიშს - ეს ანგარიში არაფრით განსხვავდება წინა ანგარიშებიდან, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქ წარმოუდგენია და არც ერთ კითხვაზე პასუხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არც მაშინ გაუცია. როდესაც ვსაუბრობთ, რომ სუს-ი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ფაქტობრივად, სუს-ი როცა გველაპარაკება ქვეყანაში მიმდინარე ჰიბრიდულ ომზე, ვინ შეიძლება იყვნენ ამ ჰიბრიდული ომის მონაწილეები ამ ქვეყანაში, არ ასაბუთებს და რუსეთის წარმოთქმაც კი არ შეუძლია. შესაბამისად, რუსული რეჟიმის წარმომადგენელთან, ბატონ ლილუაშვილთან, რომელიც იმ ერთადერთი მიზეზით არის ამ თანამდებობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია, ჩვენ არ შეიძლება კითხვა გვქონდეს, მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც ამ ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში ხდება“, - განაცხადა წითლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×