თამთა ჩაჩანიძე 22.06.2024
![](rubrics/rubs2/artc207337/a1719057058.jpg)
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადამწყვეტი სამიტი ახლოვდება - 24 ივნისს ბრიუსელის შეკრებაზე ერთ-ერთი მთავარი საქართველოს საკითხი იქნება. სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ მსჯელობა მიდის ევროკავშირის დახმარებისა და უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე, პასუხისმგებელ პირებზე პერსონალურ სანქციებზე, დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების დაწესებაზე, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევაზეც კი. თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ევროკავშირი ჯერჯერობით რადიკალურ ნაბიჯებზე არ წავა.
ელზა პაპოშვილი 22.06.2024
![](rubrics/rubs29/artc207326/a1719045952.jpg)
მმართველ გუნდს დასავლელ პარტნიორებთან ახალი გზავნილი აქვს - პრემიერი ირაკლი კობახიძე მათ ურთიერთობების გადატვირთვას და გაჯანსაღებას სთავაზობს. პრემიერი ამბობს, რომ ეს ეხება ყველა მიმართულებას და ამის რესურსი ნამდვილად არსებობს. რა იგულისხმება ამაში და რამდენად მისაღები იქნება დასავლეთისათვის საქართველოს პრემიერის შეთავაზება?
ქეთო გოგოხია 21.06.2024
![](rubrics/rubs3/artc207281/a1718972422.jpg)
მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მაღალია მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე). სწორედ ფერმერთა ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანდაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამა.
ელზა პაპოშვილი 22.06.2024
![](rubrics/rubs29/artc207334/a1719055084.jpg)
ვარკეთილში ცემით მოკლული 19 წლის შაკო ისაევის საქმეზე „რეზონანსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ბიჭს და მის ძმას, ღამის 2 საათზე თანაუბნელები გაუსწორდნენ. ადგილობრივები და მოკლული ბიჭის ახლობლები ყვებიან, რომ დაპირისპირების მოტივი ე.წ. ქუჩური გარჩევა გახდა. მათი ინფორმაციით, 19 წლის ბიჭს, ე.წ. უბნის მაყურებლის მოთხოვნით სცემეს. როგორც ახლობლები ყვებიან, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრეც მიაყენეს.
თამთა ჩაჩანიძე 21.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207293/a1718981111.jpg)
საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებს მომდევნო ემოციური მატჩი 22 ივნისის ელოდება, როცა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს ჰამბურგში დაუპირისპირდება. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდანაც არიან ჩასული მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობენ. ამას გარდა, უშალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბევრი „ჩუმად" გულშემატკივრობს „ჯვაროსნებს". საჯაროდ ამის აფიშირებას კი, ასეთი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, გასაგები მიზეზის გამო თავს არიდებს.
ნატალია ჯვარიძე 21.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207280/a1718971958.jpg)
გენერალური პროკურორის თანამდებობა უკვე ერთი თვეა ვაკანტურია და მედიაში უკვე ჩნდება პირველი არაოფიციალური ცნობები, თუ ვისი კანდიდატურები შეიძლება განიხილებოდეს ახალ გენპროკურორად. ანალიტიკოსებს ამასთან დაკავშირებით რაიმე ვერსიებზე საუბარი უჭირთ, თუმცა მიიჩნევენ, რომ მმართველ გუნდში შესაბამისი კანდიდატურების შერჩევა ჯერ დასრულებული არ არის.
თამთა ჩაჩანიძე 21.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207269/a1718965325.jpg)
თბილისში ჩინეთის საელჩო აშშ-ს ახალი ელჩის რობინ დანიგანის ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს, რომ დანიგანის განცხადება ანაკლიის პორტისა და მასში ჩინური კომპანიის ჩართვის ნაწილში „ფაქტებთან შეუსაბამოა", ინტერვიუს დროს აშშ-ს ახალმა ელჩმა თქვა, რომ ჩინური კონსორციუმის უმეტესი ნაწილის მფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, რომელიც „დღეს რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია". გარდა ამისა, დანიგანმა დასძინა, რომ კომპანიას კარგი რეპუტაცია არ აქვს. ამ პოზიციას საქართველოს ხელისუფლებისგანაც მოჰყვა მწვავე კრიტიკა და „ორმაგი სტანდარტი" უწოდეს.
ნატალია ჯვარიძე 20.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207214/a1718892263.jpg)
10 დღეში უნგრეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და ამ სტატუსს წლის ბოლომდე შეინარჩუნებს. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. რას ნიშნავს ეს საქართველოსათვის და რა გავლენას მოახდენს ამ გადაწყვეტილებებზე უნგრეთის თავმჯდომარეობა?
ელზა პაპოშვილი 20.06.2024 ![](rubrics/rubs29/artc207221/a1718896238.jpg)
არსებობს თუ არა რეალურად ამერიკული სანქციები და რატომ არ სჯერა ამის „ქართულ ოცნებას“? სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ აშშ-დან არცერთ დეპუტატს სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცი არ მიუღია. სანქციების არარსებობის მაგალითად კი მათ დეპუტატ რატი იონათამიშვილის ამერიკაში ვიზიტი მოჰყავთ.
ნატალია ჯვარიძე 20.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207216/a1718893152.jpg)
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს, რომელსაც ოპოციზია არ ესწრებოდა. ანალიტიკოსთა აზრით, ბოიკოტი სასურველი არ არის, რადგან ეს ხშირად წამგებიანია. როგორც ისინი აღნიშავენ, „ოცნებამ" ეს არჩევნებში ხმების მობილიზებისთვის წამოიწყო, რადგან ამ კანონის მიღება ამ ეტაპზე საჭირო არ იყო.
თამთა ჩაჩანიძე 20.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207200/a1718883218.jpg)
მმართველი გუნდი აშშ-ის ახალ ელჩს პირველად ღიად უპირისპირდება. საქმე ეხება რობინ დანიგანის ვრცელ ინტერვიუს და მასში გაჟღერებულ მწვავე გზავნილებს საქართველოს ხელისუფლების მისამართით. „ხალხის ძალა" წერს, რომ ახალმა ელჩმა, მის წინამორბედის მსგავსად, „წითელი ხაზები გადაკვეთა". ელჩის კრიტიკა შეეხება როგორც ჩინური კომპანიის მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობას, ისე „გავლენების კანონთან" დაკავშირებულ მოვლენებს, რასაც აშშ-ის მხრიდან სავიზო შეზღუდვები მოჰყვა 30-ზე მეტი პირისთვის.
თამთა ჩაჩანიძე 22.06.2024 ![](rubrics/rubs8/artc207340/a1719059584.jpg)
აშშ-მა უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება მისცა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 100 კილომეტრში, სადაც რუსეთის არმია ცდილობს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას. ამის შესახებ დასავლური მედია წერს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით და დასძენს, რომ ეს ასევე ამერიკულ საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც შეეხება. როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, ეს უკრაინისთვის რუსეთთან ომში დიდი შეღავათია. თუმცაღა ამას რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს.
გვანცა წულაია 20.06.2024 ![](rubrics/rubs3/artc207228/a1718901753.jpg)
ლარი როგორც მკვეთრადაც გაუფასურდა, ისე მკვეთრად მყარდება. ერთ დღეში კურსი 6 თეთრით გამყარდა და ახლა უკვე 1 აშშ დოლარი 2.7950 ლარი ღირს. საინტერესოა, რას უკავშირდება სავალუტო ბაზარზე მკვეთრი ცვალებადობა და საბოლოოდ შეძლებს თუ არა ლარი დასტაბილურებას?
ქეთო გოგოხია 19.06.2024 ![](rubrics/rubs3/artc207163/a1718817434.jpg)
საპენსიო ფონდთან დაკავშირებით კრიტიკა მუდმივად ისმის, რაც აშკარად მეტყველებს, რომ ამ თანხების მართვაში რეალურად პრობლემაა. ფაქტს, რომ რისკები არსებობს, ფინანსური ბაზრის მკვლევარები ცალსახად ადასტურებენ. გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების განკარგვის კუთხითაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა, რომ კომპანიების ნაწილი საპენსიო ფონდში შენატანებთან დაკავშირებით ვალდებულებებს ჯეროვნად არ ასრულებს, ხოლო ასეთი ათასობით კომპანიაა.
გვანცა წულაია 19.06.2024 ![](rubrics/rubs3/artc207159/a1718814030.jpg)
უწყლობამ არამხოლოდ მოსახლეობა, არამედ ბიზნესიც დააზარალა. წყლის გრაფიკით მიწოდება გამო კერძო სექტორს უკვე პრობლემები შეექმნა. კვების ობიექტები, სასტუმროები, სილამაზის სალონები თუ ფიტნეს დარბაზები ხარვეზით მუშაობენ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მინიმუმ 6 დღე ამ რეჟიმში ცხოვრება მოუწევთ. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი „ჯორჯიან ოეთერ ენდ ფაუერმა“ დადებული სიტყვა შეასრულა და მასშტაბური დაზიანება დათქმულ დროს გამოასწორა.
გვანცა წულაია 18.06.2024 ![](rubrics/rubs3/artc207095/a1718730788.jpg)
უკვე მესამე დღეა, თბილისის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერსა“ და თბილისის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებას ერთი კვირა დასჭირდება, თუმცა სპეციალისტები გაცილებით დიდ ვადას ასახელებენ, საუბარია რამდენიმე თვეზე. უწყლობა, როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნესს უკვე საშინელ პრობლემად ექცა.
ელზა პაპოშვილი 21.06.2024 ![](rubrics/rubs29/artc207286/a1718975785.jpg)
ტრეფიკინგის უმძიმესი ფაქტი - სამი ქალბატონი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა გოგონას ფულის სანაცვლოდ მამაკაცების სექსუალურ მომსახურებას აიძულებდა, მიღებულ თანხას კი ერთმანეთში იყოფდნენ. ისინი უკვე დააკავეს. გამოძიება აცხადებს, რომ ამის დამადასტურებელი ფარული ჩანაწერები აქვთ. ქალებთან ერთად დაკავებულია ერთი მამაკაციც, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
ელზა პაპოშვილი 20.06.2024 ![](rubrics/rubs29/artc207225/a1718900398.jpg)
შანტაჟის ახალი ფორმა, რომლითაც 51 წლის მამაკაცი სოციალურ ქსელით გაცნობილ ქალს ატერორებდა. მათ ონლაინ რეჟიმში ვირტუალური სექსი ჰქონდათ, რომელიც მამაკაცმა ფარულად ჩაიწერა და შემდეგ ამ ჩანაწერებით ქალს აშანტაჟებდა. |
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|