რეზონანსი
19.06.2024

სანქციებზე ბევრი მოვისმინეთ, მაგრამ არცერთი კონკრეტული შედეგი არ გვინახავს, პირადად მე, გასულ კვირაში, ნიუ-იორკში ძალიან მაღალი დონის შეხვედრები მქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებში შშმ პირთა საკითხებზე არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, რომლებზეც საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და მხოლოდ პროგრესი იყო ნახსენები.

„სანქციებზე ბევრი საუბარი მოვისმინეთ, მაგრამ არცერთი კონკრეტული შედეგი არ გვინახავს. პირადად მე, გასულ კვირაში, ძალიან მაღალი დონის შეხვედრები მქონდა, მათ შორის ნიუ-იორკში, გაერო-ში და არა მხოლოდ გაერო-ს უმაღლეს წარმომადგენლობასთან, არამედ პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურ მრჩეველთან შშმ პირების საერთაშორისო უფლებების საკითხებში. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლობასთან, ვინც შშმ პირების პროგრამების მიმართულებით კანონის უზენაესობაზე მუშაობს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, ასევე იყო მისაწვდომობის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორთან, რომელიც აშშ-ში ზუსტად შშმ პირთა უფლებების და მისაწვდომობის უზრუნველყოფაზე მუშაობს. ჩვენ ძალიან მეგობრული შეხვედრები გვქონდა, სადაც მხოლოდ იმ გამოწვევებსა და პროგრესზე ვისაუბრეთ, რაც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×