რეზონანსი
10.05.2024

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბოლო დროს გავრცელებული ფარული ჩანაწერები იმის დასტურია, რაზეც „ქართული ოცნება" დიდი ხანია საუბრობს. შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ხალხის მხარდაჭერა აღარ აქვს და ახლა ცდილობს დემოკრატიული მეთოდებიდან გვერდის ავლით მოიპოვოს ძალაუფლება.

„გავრცელებული ჩანაწერები დასტურია იმისი, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და რაც მზადდებოდა სხვადასხვა ტრენინგით.

როცა ჩვენ ვსაუბრობდით აკერმანის ტრენინგებზე ეს ვიღაცას სასაცილო ეგონა, ახლა ხომ პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით სრულდება?! „ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, არის პოლიტიკური უმცირესობა და ცდილობს დემოკრატიული მეთოდებიდან გვერდის ავლით მოიპოვოს ძალაუფლება ძალადობითა და წყლის ამღვრევით.

არჩევნები არის რამდენიმე თვეში, თუკი ვინმეს მართლა ჰქონია, რომ აქვს ხალხის მხარდაჭერა, 26 ოქტომბერს გამოვიდეს და ხალხი კიდევ ერთხელ გასცემს პასუხს", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×