რეზონანსი
18.05.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მარტში ოჯახში ძალადობის 1053 შემთხვევა დაფიქსირდა.

პირველ კვარტალში, სულ რეგისტრირებულია 13 932 დანაშაული, საიდანაც გახსნილია 58.7% (8 178). რეგისტრირებული დანაშაულის 7.5% მოდის ოჯახში ძალადობაზე.

შსს-ს ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, აღნიშნული 1053 შემთხვევიდან, გახსნილია 769 (73.03%).

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოჯახში ძალადობის შემთხვევები 22-ით გაიზარდა ( 2023 წლის იანვარ-მარტში ოჯახში ძალადობის 1031 ფაქტი დაფიქსირდა). ასევე, გაზრდილია რეგისტრირებული დანაშაულის ზოგადი სტატისტიკაც.

თუ 2023 წლის პირველ კვარტალში რეგისტრირებული იყო 13 151 დანაშაული, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში, ეს რიცხვი 781-ით გაიზარდა და 13 932 შეადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×