რეზონანსი
17.06.2024

ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას არ განიხილავენ.

მისივე თქმით, გახარიას მიმართ არსებობს შეკითხვები.

"პერსონალურად გახარიას მიმართ, როგორც საზოგადოებაში, ასევე ჩვენს გუნდშიც არსებობს შეკითხვები, ეს შეკითხვები რჩება აქტუალური და ამის გათვალისწინებით რაიმე ტიპის თანამშრომლობაზე საუბარი არ განიხილება"- თქვა კუპრაძემ.

16 ივნისს პალიტრანიუსის ეთერში ყოფილმა პრემიერმინისტრმა, პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ლელოსთან თანამშრომლობა არ გამორიცხა და თქვა, რომ ყველაზე ახლო პარტია მათთვის ლელოა, ხოლო მისი პარტია თანამშრომლობისთვის ღიაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×