რეზონანსი
02.07.2024

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი მიქაუტაძე ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს უხდის.

როგორც მიქაუტაძე სოციალურ ქსელზე გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს, მისი გული და ფიქრები ქართველი გულშემატკივრების გვერდით იყო.

"მინდა, ბოდიში მოგიხადოთ ჯგუფთან ერთად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის აღნიშვნაზე ჩემი არყოფნის გამო.

ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მოსვლით მადლობა გადამეხადა თქვენთვის.

იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად იყო.

თქვენ, გულშემატკივრებო, დაუღალავად დაგვიდექით გვერდში თქვენი მხარდაჭერით.

გვექნება შესაძლებლობა, რომ მალე კვლავ შევხვდეთ.

დიდი მადლობა ყველაფრისთვის. დიდი მადლობა სრულიად საქართველოს", - გიორგი მიქაუტაძე.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მსვლელობისთვის ემზადებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×