რეზონანსი
19.06.2024

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა, - ამის შესახებ თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ განაცხადა.

„თურქეთის ნაკრების გამარჯვებაში გულშემატკივრებმა დიდი წვლილი შეიტანეს და ეს გამარჯვება მათ ეკუთვნით. 18 ივნისს 50 წლის გავხდი, ასე რომ, დაბადების დღეზე უკეთეს საჩუქარს ვერც ვინატრებდი.

საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია, იციან თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები და შესაბამისად თამაშობენ. ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა.

ბოლო სამ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპს ვერ გავცდით, პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთის ნაკრებმა სასტარტო მატჩი მოიგო. წინა ევროზე ქულაც კი ვერ მოვიპოვეთ. ახლა კი მიზნად პლეი ოფში გასვლას ვისახავთ", - აღნიშნა მწვრთნელმა.

საქართველო-თურქეთის თამაში 3:1 დასრულდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×