რეზონანსი
19.06.2024

ქართველი წარმატებული ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილის ბებია მედიასთან საუბრისას, შვილიშვილის წარმატებაზე საუბრობს. 

„9 თვის ბავშვმა ფეხი აიდგა ბურთით, ჯერ ბურთს დაარტყა ფეხი და შემდეგ გაიარა. მას მშობლებიც ხელს უწყობდნენ, გურჯაანშიც დაჰყავდათ და ლაგოდეხშიც სათამაშოდ, შემდეგ კი წამოვიდა თბილისში და მანდ დაიწყო მისი კარიერული წინსვლა. 

ფეხბურთის გარდა გიორგი არაფერზე ფიქრობდა, სხვა რამეზე ლაპარაკი არც უყვარდა. რაც მთავარია იგი არის არაჩვეულებრივ პიროვნება, მყავს 9 შვილიშვილი და 1 ბიჭი არის გიორგი. იგი გამორჩეული შვილიშვილია, ამაყი ვარ ასეთი შვილიშვილი. გულით მინდა, რომ მოიგონ“, - თქვა ქოჩორაშვილის ბებიამ. 

შეგახსენებთ, საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს 18 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში დაუპირისპირდნენ. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი საბოლოოდ თურქების გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×