რეზონანსი
30.06.2024

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე მოძრაობა შეიზღუდა, მიზეზი კი პანდუსის მოწყობაა. მათივე ცნობით, შეზღუდვა 15 ივნისიდან მოქმედებს.

მოძრაობა სრულად აიკრძალა ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთაზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის გამზირამდე, ორივე მიმართულებით.

ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლია მხოლოდ ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ამავე ქუჩაზე მოძრავ N464 მიკროავტობუსს. ასევე, ჩაკეტილ მონაკვეთზე გადაადგილდებიან საჯარიმო სადგომზე და სასწრაფო დახმარების ობიექტამდე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები.

შეზღუდვის პერიოდში, თამარაშვილის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ჩოლოყაშვილის გზატკეცილისა და ტერიტორიაზე არსებული გვირაბის გამოყენებით. საპირისპირო მიმართულებით, გმირთა მოედნის მხრიდან თამარაშვილის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ იმავე მარშრუტით – გვირაბისა და ჩოლოყაშვილის გზატკეცილის გამოყენებით, – წერია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×