რეზონანსი
02.07.2024

 საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთან გაბრიელ სიგუასთან "კურიერმა" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

"პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს იმისთვის, რომ ამხელა გზაზე ჩამოვიდა ჩვენს გამო, ხელფასი გადადო და ასე გაიჭირვა, რომ ჩამოსულიყო და ჩვენთვის ეგულშემატკივრა", -  აღნიშნა სიგუამ.

მანვე გულშემატკივრებს დღევანდელი დახვედრისთვისაც მადლობა გადაუხადა.

"ჩემთვის პირადად ძალიან დიდი გამოცდილება იყო თუნდაც მომავლისთვის, თუ მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, ძალიან დიდი გამოცდილება მექნება მიღებული ამჯერად, რადგან სულ სხვა არის, როდესაც პირველად მიდიხარ და სხვა არის როდესაც გამოცდილება გაქვს.

დღევანდელი დღისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, შეწუხდნენ, აქ მოვიდნენ. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს გუნდს და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს მომავალშიც.

დღესაც დიდი შეკრება გვექნება, ხალხი მოვა და მოუთმენლად ველოდები ამ ყველაფერსაც, იმიტომ, რომ ასე ხშირად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი რაღაცები აღვნიშნოთ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიის მონაწილე ვარ," - განაცხადა სიგუამ.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ევრო 2024-ის ჩემპიონატში მონაწილეობის შემდეგ, გერმანიიდან სამშობლოში ჩამოვიდნენ. მათ ოვაციებით აეროპორტში ათასობით გულშემატკივარი დახვდა.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×