რეზონანსი
10.05.2024

გვაქვს მზაობა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის. რაც მეტი ნაბიჯი გადმოიდგმება იქითა მხრიდან, მით უკეთესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე აშშ-თან აბსოლუტურად ღია პოლიტიკა აქვს.

„ჩვენი პოზიცია არის ნათელი - ჩვენ ვითხოვთ კიდევ უფრო მეტ ურთიერთობას, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, თუმცა სამწუხაროდ, არის გარკვეული თავშეკავებული პოზიცია, რასაც შესაძლოა, ჰქონდეს თავისი მიზეზები, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვუწოდებთ ანტიქართულ განწყობას. პირიქით, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ღია პოლიტიკა. გვაქვს მზაობა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის. რაც მეტი ნაბიჯი გადმოიდგმება იქითა მხრიდან, მით უკეთესი. ეს არის ჩვენი განწყობა და პოზიცია", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×