ელზა პაპოშვილი 18.06.2024
![](rubrics/rubs29/artc207086/a1718719285.jpg)
ითანამშრომლებენ თუ არა "ლელო" და "საქართველოსთვის" - გახარიას გუნდი თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა "ლელო" თავს იკავებს . 16 ივნისს პალიტრანიუსის ეთერში ყოფილმა პრემიერმინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ლელოსთან თანამშრომლობა არ გამორიცხა და თქვა, რომ ყველაზე ახლო პარტია მათთვის „ლელოა“, ხოლო მისი პარტია თანამშრომლობისთვის ღიაა.
ნატალია ჯვარიძე 18.06.2024
![](rubrics/rubs2/artc207080/a1718716426.jpg)
პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო 2030 წლისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დაიბრუნებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ სწორ გზაზე დგას.
ქეთო გოგოხია 17.06.2024
![](rubrics/rubs3/artc207026/a1718646104.jpg)
ეკონომიკური ზრდის პარალელურად მთავრობა საბიუჯეტო ხარჯსაც ზრდის. ამის მყარ საფუძველს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები იძლევა, პირველ რიგში, ტურიზმთან დაკავშირებული მოლოდინი, რამაც მშპ-ს მაჩვენებელზეც დადებითად იმოქმედებს. ვარაუდი, რომ სანქციები ამ მხრივ უარყოფით როლს შეასრულებს და პროგნოზი გაუარესდება, რეალურად არ მართლდება. ფაქტობრივად, ეკონომიკური ტემპი არის იმაზე მაღალი, ვიდრე უნდა იყოს.
ნატალია ჯვარიძე 18.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207065/a1718708752.jpg)
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანტთნ ერთად, კომპანია „ჯორჯიან ენდ ფაუერის" (GWP) გენერალურ დირექტორს ხოსე მიგელ სანტოს გონსალესს და აქტივების მართვის დირექტორს გიგა ნადირაძეს დედაქალაქის მერიაში შეხვდა. მათივე ცნობით, სოფელ წიწამურთან ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის ინტენსიურ რეჟიმში მოგვარების გეგმაზე ისაუბრეს.
თამთა ჩაჩანიძე 18.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207063/a1718706120.jpg)
25 ივნისს ბრიუსელში ჩატარდება ევროკავშირის სამთავრობათაშორისო კონფერენცია, რითაც ოფიციალურად სტარტს აიღებს უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკება. უნგრეთმა, რომელიც ამ ინიციატივას ბლოკავდა, თანხმობა განაცხადა, ქვეყნის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ მიაღწიეს ბუდაპეშტის პირობის ჩართვას მოლაპარაკებების ჩარჩოში, უკრაინაში ეროვნული უმცირესობების უფლებების პატივისცემის შესახებ.
ლაშა გელოვანი 17.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207034/a1718652917.jpg)
სოფელ წიწამურთან თბილისის წყალმომარაგების მაგისტრარული წყალსადენის დაზიანების შედეგად ქალაქის ნაწილს თითქმის 2 დღეა წყალი არ მიეწოდება.თბილისელებისათვის ყველაზე ცუდი ამბავი კი ისაა, რომ არავინ იცის, თუ როდის შეძლებს წყალმომარაგების კომპანია GWP ავარიის აღმოფხვრას.
თამთა ჩაჩანიძე 17.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207016/a1718637201.jpg)
ნატო ბირთვულ საფრთხეზე უკვე ღიად საუბრობს, ალიანსი იარაღის საბრძოლო მზადყოფაში მოყვანას განიხილავს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს კი იმის მოლოდინი აქვს, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, ამ რისკზე წავიდეს. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ის, რომ ბირთვულ ომზე დასავლეთშიც უკვე ღიად საუბრობენ, რეალურ საფრთხეზე მიანიშნებს. ასეთი სცენარის თავიდან არიდება კი თითოეული ქვეყნის პოლიტიკის ინტერესებში უნდა შედიოდეს, მათ შორის საქართველოსი.
ნატალია ჯვარიძე 17.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207007/a1718632535.jpg)
ერევანში სიტუაცია იძაბება - საპროტესტო გამოსვლები არ წყდება და ახლა უფრო მძაფრდება კითხვა იმის შესახებ, თუ რა აფერხებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას და რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის.
ნატალია ჯვარიძე 17.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207004/a1718631614.jpg)
საქართველოს პრეიმერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერის განცხადებით, არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველო, საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება.
თამთა ჩაჩანიძე 17.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc206989/a1718622533.jpg)
ოპოზიცია ერთიან სიაზე ვერ თანხმდება და ფლანგზე ალტერნატიულ იდეებზე მსჯელობა მიდის თუ როგორ შეიძლება არჩევნებზე გავიდნენ ისე, რომ არც ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს და პარტიებს, რომელსაც 5%-იანი ბარიერის დაძლევის პერსპექტივა არ აქვს, ბორტს მიღმა არ დარჩეს. ნაწილი ანალიტიკოსებისა ფიქრობს, რომ დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობიდან გამოსავალი 3-4 პოლიტიკურ ცენტრად გადაჯგუფებაა. ნაწილი კი ფიქრობს, რომ შესაძლოა მოულოდნელი ალიანსებიც კი ვიხილოთ.
თამთა ჩაჩანიძე 18.06.2024 ![](rubrics/rubs8/artc207085/a1718718989.jpg)
აშშ-ს სახდეპს მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „სამშვიდობო გეგმა" საერთაშორისო ნორმებს, ძირითად მორალს, საღ აზრს ეწინააღდეგება და რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის შესახებ სერიოზული დისკუსიებისთვის მზად არაა. ამასვე აღნიშნავენ ანალიტიკოსებიც, რომ პუტინი ამით თამაშობს, რადგან ისეთი პირობები აქვს წამოყენებული, რისი პასუხიც თავადაც იცოდა.
ქეთო გოგოხია 17.06.2024 ![](rubrics/rubs3/artc207022/a1718642298.jpg)
საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის მოსავალთან დაკავშირებით წელს დაძაბულობაა. იმის გამო, რომ სტრატეგიული პროდუქტის მწარმოებელ ქვეყნებში მოსავლიანობა შემცირებულია, ფასი მაღლა იწევს. მიმდინარე პერიოდში დინამიკა არასახარბიელოა. დღეს, როცა მოსავლის აღების პროცესი ასე ახლოსაა, გლობალურ ბაზრებზე 1 ბუშელი ხორბლის ფასი 5,50-დან 6,50 დოლარამდე გაიზარდა. მოსავალი არც საქართველოშია საუკეთესო, თუმცა შარშანდელთან შედარებით, მეტი რაოდენობაა და სტაბილურობაც ასე თუ ისე გარანტირებულია. შესაბამისად, მოლოდინიც შედარებით საიმედოა.
ირმა ჩიტაია 17.06.2024 ![](rubrics/rubs3/artc207006/a1718632838.jpg)
სატრანზიტო ჰაბად ქცევამ ქართული საავტომობილო ბაზარი, მოგების ნაცვლად, აზარალა. დარგში არასახარბიელო მდგომარეობაა. როგორც ძვირადღირებული, ასევე საშუალო და შედარებით დაბალფასიანი ავტომობილების რეალიზაცია შემცირდა. იმპორტიორების ნაწილი მიზეზად გლობალურ პროცესებს მიიჩნევენ, ნაწილი კი ქვეყანაში მიმდინარე არასტაბილურ პოლიტიკურ მდგომარეობას ასახელებს.
ირმა ჩიტაია 13.06.2024 ![](rubrics/rubs3/artc206785/a1718299760.jpg)
ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. სპეკულაციები, რომ "გამჭვირვალობის კანონის" მიღება დარგში დიდ პრობლებს გააჩენდა, სრულიად გაცამტვერდა. ახლა როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლები, ასევე სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ, რომ მოლოდინი დადებითია.
გვანცა წულაია 13.06.2024 ![](rubrics/rubs3/artc206781/a1718297142.jpg)
საქართველოს საგარეო ვაჭრობა შემცირებულია. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ექსპორტმა იკლო, ხოლო იმპორტი გაიზარდა. სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ ისაუბრა, თუ რა მიზეზითაც შემცირდა ექსპორტი და რა პოტენციალი აქვს საქართველოს იმისთვის, რომ უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსი შეამციროს, რომელიც 46%-ია.
ელზა პაპოშვილი 18.06.2024 ![](rubrics/rubs29/artc207087/a1718719985.jpg)
გასულ ღამეს, ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღება სცადეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, თავდამსხმელი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში შევიდა და თანხას ითხოვდა. თუმცა, თანამშრომლებმა პოლიციის გამოძახება მოასწრეს. პირმა თანხის წაღება ვერ შეძლო, მაგრამ ადილიდან გაქცევა მოახერხა.
ელზა პაპოშვილი 17.06.2024 ![](rubrics/rubs29/artc207029/a1718649069.jpg)
საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორტიკების გასაღების უპრეცედეტო სქემა გაშიფრეს. როგორც გამოძიებით დგინდება, 10 პირია დაკავებული. |
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|