ელზა პაპოშვილი
26.06.2024

ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.  როგორც ადგილობრივები ყვებიან, მათ რამდენიმე სროლის ხმა გაიგეს და არ გამორიცხავენ, რომ სროლა ორმხრივი იყო. სროლას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.

დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება დამნაშავეს, ის, სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. სამართალდამცველებს შემთხვვეის ადგილი  ჰქონდათ გადაკეტილი  და ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდო თავდამსხმელსაც ეძებდნენ. 

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში  გადაიყვანა. მედიკოსების ცნობით, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სამედიცინო ცენტრში კი კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.  

„ე.წ. კრიმინალური გარჩევა იყო. იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის ხმა გავიგეთ. მერე თქვეს, რომ ახალგაზრდა კაცია დაჭრილიო. პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. რამდენიმე ტყვია ჰქონდა ნასროლი. ჯერ სიტყვიერი კონფლიქტი იყო და მერე ესროლეს. მგონი თავდამსხმელი ვერ დააკავეს და სანამ პოლიცია მოვიდა, გაქცევა შეძლო. 

„მთელი ტერიტორია ჰქონდათ გადაკეტილი და ეტყობა ახლო-მახლო ეძებდნენ. თითქოს ორმხრივი სროლა იყო, ასეთი ხმა ჰქონდა, რომ ორივე მხრიდან ისროდნენ. რა მოხდა, რატომ და ვინ არიან, არ ვიცით“, - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×