რეზონანსი
22.05.2024

ვენეციის კომისია ამ კომისიის არსის საწინააღმდეგო დასკვნას აქვეყნებს, მას აქვს რეკომენდაციების გაცემის შესაძლებლობა სამართლებრივ საკითხებზე, რის ნაკლებობასაც ნამდვილად ვხედავთ ამ დოკუმენტში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა.

„ვენეციის კომისია ამ კომისიის არსის საწინააღმდეგო დასკვნას აქვეყნებს. ვგულისხმობ იმას, რომ ვენეციის კომისიას აქვს უფლებამოსილება და რეკომენდაციების გაცემის შესაძლებლობა სამართლებრივ საკითხებზე, რის ნაკლებობასაც ნამდვილად ვხედავთ ამ დოკუმენტში, სამაგიეროდ ძალიან ბევრია პოლიტიკური შეფასება, არის უამრავი ფაქტობრივი და უხეში უზუსტობების. პირობითად ის ფაქტი, რომ თურმე დაჩქარებული პროცედურით განვიხილეთ, არ იყო საჯაროობა და არ იყვნენ მხარეები ჩართულნი, რა თქმა უნდა, ეს თითოეულ მსმენელს და ამ საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს ნათელ წარმოდგენას აძლევს, რამდენად მიკერძოებული იყო და ობიექტურობისგან დაცლილი იყო ეს რეკომენდაციები და დასკვნა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მან ასევე ისაუბრა დასკვნის სამართლებრივ ნაწილზე.

„მინდა, გავამახვილო ყურადღება, რა მსჯელობას ავითარებს თითქოსდა სამართლებრივ ნაწილში ვენეციის კომისია. მაგალითად, ის ფაქტი, რომ გვიმტკიცებს, რომ თითქოს, ჩვენი არსებული კანონმდებლობაც იძლევა საშუალებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება იყოს გამჭვირვალე, არის პირდაპირ უზუსტობა. რეალობითაც და ნებისმიერი კონკრეტული მაგალითითაც დასტურდება, რომ ასეთი საშუალება არ გვაქვს. არა მხოლოდ არასამთავრობოებთან, არამედ დონორებთან საუბრის დროსაც არაერთხელ დაგვიყენებია საკითხი მათ მიერ დაფინანსებული თანხების ერთობლივად გასაჯაროებასთან დაკავშირებით. მათ შორის ყველაზე გახმაურებული და ცნობილი დონორების მხრიდანაც ამგვარი ინფორმაცია არ მიგვიღია“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×