რეზონანსი
12.05.2024

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროპის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა და მთავრობის წევრებმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს.

„საქართველო წელს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით აღნიშნავს ევროპის დღეს. ევროინტეგრაცია ჩვენი პოლიტიკის მთავარი მდგენელია. ამ კონტექსტში ჩვენი ამოცანაა, ფერმერებს და მეწარმეებს ხელი შევუწყოთ ბაზრებზე, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში. საქართველოსთვის, პირველ რიგში, პრიორიტეტული ბაზარი სწორედ ევროკავშირია. ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული შედეგები და ეს შედეგები აისახება კონკრეტულ რიცხვებში. ჩვენ ვმუშაობთ იმ სტანდარტების დანერგვაზე და იმ რეგულაციების შემოღებაზე, რომლებიც აუცილებელია ამ ბაზარზე დამკვიდრებისთვის ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×