რეზონანსი
14.06.2024

აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას თორნიკე რიჟვაძემ განათლების სფეროს მიღწევებზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ რეგიონში განათლების ხარისხის ზრდის, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნის და განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია.

,,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. 2024 წლის ბიუჯეტი - 140 621 000 ლარით განისაზღვრა. განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები ინფრასტრუქტურის შექმნის, კადრების მომზადების, ახალგაზრდების ხელშეწყობის მხრივ.

აღსანიშნავია, რომ აქტიურად გრძელდება საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება.

2024 წელს ჯამში 125 საჯარო სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2024 წელს 40 მლნ ლარი გამოიყო" - განაცხადა რეგიონის მეთაურმა.

ზოგადი საბაზისო განათლების კუთხით სკოლებში ხორციელდება საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესება. თანამედროვე სასკოლო ინვენტარით აღიჭურვა 26 საჯარო სკოლა. 2024 წელს პროგრამის ბიუჯეტი 3 075 000 ლარია. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 20 საჯარო სკოლის სასკოლო ინვენტარით და ტექნოლოგებით აღჭურვა, 10 სკოლის სასკოლო ლაბორატორიით;

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქში 560 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯ „ბლექსის" ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობის დაწყებაზე. ამასთან, პროექტი 50 სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებლის მშენებლობასაც ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულება 17 მლნ ლარს შეადგენს, 2024 წელს დასრულდება.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე ისაუბრა სტუდენტთა დახმარების პროგრამაზე. აღნიშნა, რომ სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 2023 წელს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სწავლება დაუფინანსდა 954 სტუდენტს. ასევე, სტუდენტთა მოტივაციის გაზრდის მიზნით დაფინანსდა 70% - 100% გრანტის მფლობელი 131 პირველკურსელი.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით გამოყო უმაღლესი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების და სტუდენტების სწავლის დაფინანსების კუთხით მიმდინარე პროექტები.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×