რეზონანსი
04.07.2024

უკრაინა სამხედრო მოსამსახურეების დეფიციტს ებრძვის და ახალ ბრიგადებს აყალიბებს, მაგრამ ვერ ახერხებს მათ აღჭურვას დასავლური სამხედრო დახმარების დაგვიანებისა და არასაკმარისი რაოდენობის გამო, - ამის შესახებ ამერიკული ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) იუწყება.

„დასავლეთის დროული და ადეკვატური დახმარება უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად რჩება, რომელიც განსაზღვრავს როდის და რამდენად შეძლებენ უკრაინული ძალები ხელში ჩაიგდონ ინიციატივა ბრძოლის ველზე და განახორციელონ ოპერატიულად მნიშვნელოვანი კონტრშეტევითი ოპერაციები მომავალში", - აცხადებენ ორგანიზაციის ექსპერტები.

„ომის შესწავლის ინსტიტუტის" ანალიტიკოსები ციტირებენ ჩასოვ-იართან განლაგებული ერთ-ერთი უკრაინული ბრიგადის მეთაურს, რომლის თქმითაც, მის ოპერატიული ზონაში უკრაინულ ჯარებს უფრო მეტად ესაჭიროებათ საბრძოლო მასალა, ვიდრე ცოცხალი ძალა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის უნარი, ჩაატაროს წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაცია, დამოკიდებულია ახალი ბრიგადების მძიმე აღჭურვილობით აღჭურვაზე. ISW-ი წერს, რომ როგორც ჩანს, საუბარია სულ მცირე 10 ახალი უკრაინული ბრიგადის დასავლური იარაღით, მათ შორის, ქვეითთა საბრძოლო მანქანებით და ტანკებით, აღჭურვაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×