რეზონანსი
02.07.2024

კარგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი სახე გამოაჩინეს. ისინი ისედაც პოლიტიკაში იყვნენ და არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციებს არ ასრულებდნენ, რაც ახლა უკვე იურიდიულადაც იქნება დადასტურებული, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანის" დაფუძნებას გამოეხმაურა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, მათ დონორი ორგანიზაციები აფინანსებთ.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც ვამბობდით, რომ დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ პირდაპირი წესით პარტიებს. NDI-მ ქალი დეპუტატები დააფინანსა, ფინეთის საელჩომ - „ტაბულა", იგივე „ევროპული საქართველო". არასამთავროებმა თქვეს, აზრი არ აქვს დამალვას და იურიდიულადაც ჩამოვყალიბდეთო. საზოგადოება მიხვდა, რომ მსაჯული ვერ იქნებიან ის დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ოპოზიციას უჭერენ მხარს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×