რეზონანსი
16.05.2024

აუცილებლად უნდა ითქვას ის ფაქტი, რომ როცა საუბარია ევროპული ღირებულებებისა და საქართველო-ევროპის ურთიერთობის დაზიანებაზე, ის ხალხი, უცხო ქვეყნების მინისტრები, რომ ჩამოვიდნენ, ზუსტად ესენი აზიანებენ, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნეოლიბერალები განსხვავებულ აზრს კი არ დევნიან, არამედ - კლავენ და ამის მაგალითია სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმა.

„თანამედროვე ლიბერალიზმი, რეალურად, ვერ იტანს განსხვავებულ მოსაზრებას. ამის კლასიკური მაგალითი იყო სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმა იარაღით, როცა ლიბერალური პარტიის 71 წლის წარმომადგენელმა პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ პრემიერს მხოლოდ იმიტომ ესროლა, რომ მას განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრება ჰქონდა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×