რეზონანსი
01.06.2024

საერთაშორისო მედიასაშუალება „როიტერი" საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით ავრცელებს, სადაც შინაარსის გარეშე წერია, თითქოს ირაკლი კობახიძე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქგვერდის, „სინამდვილეში" გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სტატია და განსაკუთრებით მისი ჰედლაინი ტოვებს აღქმას, ვითომდა საქართველოს პრემიერი „ურთიერთობების გადახედვას" ნეგატიურ კონტექსტში ახსენებს.

„სინამდვილეში, „როიტერის" სტატია მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და მიზნად ისახავს უცხოელი მკითხველისთვის ყალბი აღქმების შექმნას.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე როდესაც საუბრობდა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის გადახედვაზე, მხედველობაში ჰქონდა ურთიერთობების გაღრმავება.

„არ ვიცი, რატომ იყო რევოლუციის ორი მცდელობა 2020-2021 წლებში, შემდეგ 2022 წელს. არ ვიცი, რატომ იყო ასეთი მცდელობები. ფაქტია, რომ წინა ელჩმა ბევრი რამ გააფუჭა, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ წლების განმავლობაში. ამას სჭირდება გამოსწორება. პირდაპირ იდგნენ, მათ შორის, ამერიკიდან დაფინანსებული NGO-ები რევოლუციურ სცენაზე, როდესაც მათ მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით მთავრობის ჩამოყალიბება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ წინა ელჩის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა, ამიტომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ეს შედის როგორც ქართველი ხალხის ინტერესებში, ასევე, მე მჯერა, ამერიკელი ხალხის ინტერესებშიც", - განაცხადა კობახიძემ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×