რეზონანსი
01.06.2024

როდესაც საქმე ეხება ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ინტერესს, მისი მშობლების, გულშემატკივრებისა და ახლობლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ყველამ თავი უნდა შეიკავოს ასეთი თემების გამოყენებით ქულების წერისგან. შეიძლება მათთვის ეს უფრო მომგებიანია მაგრამ ეს დაცლილია ყველანაირი ეთიკურობისგან - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით მომრავლდა მცდელობები და ადამიანების დიდი წრე გაჩნდა, რომელსაც სურვილი აქვს რომ ვითარება დაამახინჯონ, არასწორი აჟიოტაჟები შექმნან, პანიკები დათესონ.

„ არ შეიძლება პანიკა შევუქმნათ და რომელიმე ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის მშობელს ვუთხრათ, რომ სადღაც რაღაცა მისი ბავშვისთვის ხელმიუწვდომელი გახდება. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო სრულად, საკუთარ თავზე იღებს - ეს ასე იყო და ასე გაგრძელდება" - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი განმარტებით ბავშვთა ონკოლოგიასთან დაკავშირებით ნულოვანი საფრთხეა და ამაზე სრულად, პასუხისმგებელია სახელმწიფო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×