რეზონანსი
01.07.2024

დღეიდან ძველი ტიპის (ლამინირებული, ე.წ. ჩიპის გარეშე) პირადობის მოწმობები გაუქმებულია. 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების ID ბარათებით უსასყიდლოდ ჩანაცვლება იუსტიციის სამინისტრომ 15 მარტიდან დაიწყო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, აქტიური არაელექტრონული პირადობის მოწმობის შესაცვლელად, 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით, სააგენტოს 100 464-მა ადამიანმა მიმართა და მათ შორის, უკვე დამზადებულია 93 130 პირადობის ელექტრონული მოწმობა. 

რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენმა ადამიანმა უნდა შეცვალოს ძველი მოწმობა, სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით, აქტიური ძველი ტიპის პირადობის მოწმობა 266 915 იყო. ამ მონაცემებიდან საქართველოს მოქალაქის აქტიურ ბიომეტრიულ პასპორტს კი 48 286 ადამიანი ფლობდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×