რეზონანსი
05.07.2024

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მწუხარებას გამოთქვამს.

„გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი, თანამედროვეობის გამორჩეული მევიოლინე, თბილისის საპატიო მოქალაქე ლიანა ისაკაძე.

ქალბატონი ლიანა იყო ქართული კულტურისა და ხელოვნების დიდი ქომაგი. მან უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.

ვწუხვარ და ვიზიარებ ლიანა ისაკაძის ოჯახის, მუსიკალური საზოგადოების და სრულიად საქართველოს გულისტკივილს", - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×