რეზონანსი
05.07.2024

ქართველი მევიოლინის ლიანა ისაკაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სამძიმრის წერილი გაავრცელა.

გავრცელებულ წერილში რიჟვაძემ მუსიკოსის ოჯახსა და სრულიად საზოგადოებას დიდი პროფესიონალის დაკარგვა მიუსამძიმრა, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული მუსიკის პოპულარიზაციაში.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მევიოლინის, დიდი პროფესიონალიზმით გამორჩეული მუსიკოსის ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. მნიშვნელოვანია ქალბატონი ლიანას წვლილი ქართული მუსიკისა და კულტურის პოპულარიზაციაში.

ვიზიარებ ლიანა ისაკაძის ოჯახის, კოლეგების, მუსიკის მოყვარულების, საზოგადოების დიდ მწუხარებას", - წერს თორნიკე რიჟვაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×