რეზონანსი
28.06.2024

„მეცისა" და საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე, დიდი ალბათობით, კარიერას „მონაკოში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, „მონაკომ" „მეცს" მიქაუტაძის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა, რათა კლუბები ფეხბურთელის ფასზე შეთანხმდნენ.

რომანოს ინფორმაციით, „მონაკოს" მიქაუტაძის გაფორმება ევრო 2024-ის დასრულებამდე სურს.

შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის მიქაუტაძე 3 გატანილი გოლით ევრო 2024-ის ბომბარდირია.

ცნობისთვის, „მონაკომ" ლიგა 1-ის გასულ სეზონში 67 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×