რეზონანსი
24.06.2024

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, "ჰამასთან" ომის ინტენსიური ფაზა დასასრულს უახლოვდება და მან სამხედროების მობილიზება შესაძლოა ჩრდილოეთ საზღვართან, ლიბანთან გადაიტანოს, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფთან იბრძვიან. 

"ჰამასთან (ღაზაში) ომის ინტენსიური ფაზა დასასრულს უახლოვდება... ეს არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდება, მაგრამ ომი მის ამჟამინდელ ეტაპზე რაფაში დასრულდება. ეს მართალია. ჩვენ მოგვიანებით გავაგრძელებთ ბალახის მოთიბვას," - განაცხადა ნეთანიაჰუმ. 

ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ის მზად არის "ნაწილობრივი გარიგება" დადოს "ჰამასთან,"  რათა დაიბრუნოს ტყვეები, რომლებიც ჯერ კიდევ ღაზაში არიან, თუმცა გაიმეორა, რომ ომი კვლავ გაგრძელდება მიზნის მისაღწევად - "ჰამასის" ლიკვიდაციისთვის - "მე არ ვარ მზად ამის დათმობისთვის" - ამბობს ისრაელის პრემიერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×