რეზონანსი
02.07.2024

2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი იგეგმება. „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის" აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, მონიტორინგი ვიდეო მეთვალყურეობის კამერების მეშვეობით და ასევე სპეციალური ჯგუფების ჩართულობით მოხდება. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი ცენტრებს ჯარიმები დაეკისრებათ. ჯარიმის ოდენობა დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე განისაზღვრება.

შიოლაშვილის ცნობით, ეკონომიკის სამინისტროსთან მიდის მოლაპარაკება პირველადი ტექნიკური ინსპექტირების საფასურის გადახედვაზე. კერძოდ, საუბარია ინსპქეტრიბის 30 ლარით გაძვირებაზე, რაც სატრანსპორტო საშუალების შემოწმების 90 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის" აღმასრულებელი დირექტორის ვარაუდით, საფასური 2025 წლიდან გაიზრდება.

„2025 წლიდან იგეგმება, რომ განხორციელდეს ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი. მონიტორინგს განახორციელებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. მონიტორინგი ითვალისწინებს როგორც ვიდეო მეთვალყურეობის კამერების მეშვეობით, ასევე სპეციალური ჯგუფების მეშვეობით განხორციელდეს ტექინსპექტირების ცენტრების საქმიანობაზე მონიტორინგი. განსაზღვრული იქნება გარკვეული საჯარიმო სანქციები. იმ შემთხვევაში თუ ტექინსპექტირების ცენტრი არ დაახარვეზებს ავტომობილს იმ კონკრეტულ ხარვეზზე, როგორიც არის სახიფათო ხარვეზი, ამ შემთხვევაში მათთვის იქნება ხუთი ათას ლარიანი ჯარიმა. თუ არ დაახარვეზებს მნიშვნელოვან ხარვეზს - ორი ათას ლარიანი, უმნიშვნელოზე კი ხუთას ლარიანი.

ხუთი წელია რაც დაიწყო ტექინსპექტირების რეფორმა. აქედან გამომდინარე, საჭიროება დადგა, გადაიხედოს ეს საფასურები. ტექინსპექტირების ცენტრებიდან გადინების პროცენტი არის ძალიან მაღალი. პერსონალის გადინება შარშან იყო დაახლოებით 57- 59%, რაც არის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი. შესაბამისად, ტექინსპექტირების ცენტრებს უჭირთ კადრების მოზიდვა იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც მათ დღევანდელ დღეს გააჩნიათ. ტექინსპექტირების საფასური თუ არ იქნება გადახედილი და საუბარია 30 ლარით გაძვირებაზე, ძალიან გაუჭირდებათ ტექინსპექტირების ცენტრებს. კონსულტაციები მიმდინარეობს, ზუსტად ვერ გეტყვით როდიდან იქნება, თუმცა ვფიქრობთ, რომ 2025 წლიდან აღნიშნული საკითხი გადაიხედება და მივაღწევთ შეთანხმებას ამის თაობაზე", - გიორგი შიოლაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×