რეზონანსი
14.06.2024

ნებისმიერი კამპანია, რომელიც ძალადობას ეხება, მიუღებელი და დასაგმობია, თუმცა ძალადობა შობს ძალადობას, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში" დავით მათიკაშვილმა ბულინგის შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბულინგისა და შეურაცხყოფის ფაქტები წახალისებულია ოპოზიციური მედიის მიერ. ასევე, მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან" დაგეგმილი და წინასწარ განსაზღვრული პროცესია.

„ვითომ, აღშფოთებული მოქალაქე სადღაც დაინახავს დეპუტატს ან ხელისუფლების წარმომადგენელს. მასთან მიდის თავის „გულის წყრომას" ეუბნება, თან ტელეფონით ამ ყველაფერს იღებს, მერე პირდაპირ ეთერში დებს - შემდეგ ისევ წრეზე ვტრიალებთ, რითაც სიძულვილი მეორდება.

სად გინახავთ აღშფოთებული მოქალაქე თან ტელეფონით იღებდეს - თავისი აღშფოთება შეუძლია ერთი ფრაზით თქვას და დამთავრდა! ხომ ფაქტია და ცხადია, ეს არის წინასწარ დაგეგმილი, გათვლილი, თან ანაზღაურებადი. როგორც ჩანს, ამაში ფულს იხდიან. ამის მტკიცებულება მე არ მინახავს, კონკრეტულად ვინმეს ვინმესთვის ფული გადაეხადოს, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება", - განაცხადა მათიკაშვილმა.

მან ბულინგის შემთხვევებს წინასაარჩევნოდ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები უწოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×