რეზონანსი
22.06.2024

გუშინ მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნაკ­რა­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და - მდი­ნა­რე ნაკ­რა­ში 48 წლის მა­მა­კა­ცი ჩა­ვარ­და და და­ი­ღუ­პა. გარ­დაც­ვლილს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი დად­გინ­დე­ბა. და­ვით გვარ­მი­ა­ნი პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი იყო და ბოლო წლებ­ში იტა­ლი­ა­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

"დათო ძა­ლი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, 50 წლამ­დეა. დღეს ის ერთ-ერთ ძმას­თან ერ­თად წყალ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებ­და, მდი­ნა­რის პი­რას ყო­ფი­ლა (იქვე ყანა აქვთ), თურ­მე ქვა­ზე აუს­რი­ალ­და ფეხი და მდი­ნა­რე ნაკ­რა­ში გა­და­ვარ­და. რო­გორც ჩანს, მერე რა­ღა­ცას და­არ­ტყა თავი. იქვე ძმა ყო­ფი­ლა და იმას ამო­უყ­ვა­ნია, მო­ას­წრო და არ გა­ა­ტა­ნა მდი­ნა­რის დი­ნე­ბას. სას­წრა­ფოც მალე მო­სუ­ლა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, დათო უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

დათო წლე­ბია ემიგ­რან­ტია, ევ­რო­პა­ში, კერ­ძოდ, იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და, ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და. მშობ­ლე­ბი ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს და აღ­დგო­მის­თვის ჩა­მო­ვი­და, მერე უცებ ბავ­შვე­ბის ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და (ახ­ლა­ხან მდი­ნა­რე ნაკ­რა­ში სამი ბავ­შვი რომ გა­და­ვარ­და ავ­ტო­მან­ქა­ნით, მისი ნა­თე­სა­ვე­ბი იყ­ვნენ) და 40-მდე დარ­ჩა. დათო ამ დღე­ებ­ში უკან, იტა­ლი­ა­ში ბრუნ­დე­ბო­და, მე­უღ­ლეც იქ ჰყავს. ზუს­ტად არ ვი­ცით და­ღუპ­ვის მი­ზე­ზი, ექ­სპერ­ტი­ზა და­დებს დას­კვნას, მაგ­რამ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, დათო აღარ გვყავს... სო­ფე­ლი ისე­თი შო­კი­რე­ბუ­ლია, ენა ვერ აღ­წერს. რა­ღაც­ნა­ი­რად სხვა­ნა­ი­რი, ერ­თგუ­ლი, უწე­სი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო დათო, ყვე­ლა უყ­ვარ­და. მისი ძმა - რო­და­მი ჩვე­ნი რა­ი­ო­ნის დე­პუ­ტა­ტია საკ­რე­ბუ­ლო­ში. 

ნეტა დათო სა­ერ­თოდ არ ჩა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ რა იცო­და, აქ რა ელო­და... რაც შე­ეძ­ლო, დათო ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და თა­ვი­სი კუ­თხის­თვის, უან­გა­როდ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სო­ფელს და ხალ­ხს. ბოლო დროს იმ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და ჩვენს ირ­გვლივ, ეს უკვე მე­ტის­მე­ტია, კა­ტას­ტრო­ფაა...“ - განუცხადა "ამბებს" დათო გვარ­მი­ა­ნის ახ­ლო­ბე­ლმა.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×