რეზონანსი
06.07.2024

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოფილმა დეპუტატმა მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა. პეზეშკიანმა მეორე ტურში 30,5 მილიონი ხმიდან 16, 3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა საიდ ჯალილიმ - 13,5. არჩევნებზე აქტივობამ დაახლოებით 50% შეადგინა.

„ჩვენ ყველას გავუწვდით მეგობრობის ხელს. ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის მაცხოვრებლები ვართ. ჩვენ ქვეყნის პროგრესისთვის ერთმანეთი უნდა გამოვიყენოთ“, - თქვა პეზეშკიანმა წინასწარი შედეგების გამოქვეყნებისთანავე ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.

ყოფილი კარდიოქირურგი პეზეშკიანი ირანის ე.წ. მორალის პოლიციას აკრიტიკებს, ამომრჩეველს ერთიანობას და მსოფლიოსგან ირანის იზოლაციის დასრულებას ჰპირდება. ჯალილი კი, რომელიც ბირთვულ საკითხებზე ყოფილი მომლაპარაკებელია და რელიგიურ თემებში ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს, მკაცრი ანტიდასავლური პოზიციით არის ცნობილი.

პირველ ტურში, რომელიც 28 ივნისს გაიმართა, პეზეშკიანმა ხმების 44% დააგროვა, ხოლო ჯალილიმ - 40%.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×