რეზონანსი
17.06.2024

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ ევროკავშირის მხრიდან რაიმე ტიპის პერსონალური სანქციები იქნება.

ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, სანქციების დაწესებას სერიოზული იურიდიული დასაბუთება სჭირდება.

„რაც შეეხება სხვა გზავნილებს, უნდა დაველოდოთ მინისტრების შეხვედრას და იქ გავიგებთ, რაზე იქნება შეთანხმება, თუმცა პერსონალური სანქციები გამორიცხულია. პერსონალური სანქციები ამ შემთხვევაში საერთოდ უადგილოა. ძალიან სერიოზული იურიდიული დასაბუთება სჭირდება, როდესაც რომელიმე ადამიანს სანქციას უწესებ. ამ შემთხვევაში, ეს დასაბუთება უბრალოდ წარმოდგენილი ვერ იქნება", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×