რეზონანსი
03.07.2024

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას ევროპაში გააგრძელებს, - ამის შესახებ მან ინფორმაცია პირველ არხთან დაადასტურა.

„აზერბაიჯანი გასული სეზონის დასრულების შემდეგ დავტოვე და კარიერას ევროპაში გავაგრძელებ. მაგრამ კლუბს არ დავასახელებ, ჯერ კონტრაქტს გავაფორმებ და შემდეგ ყველაფერს შეიტყობთ.

ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ორი ძალიან კარგი ვარიანტი მაქვს, ორივე დასავლეთ ევროპის კლუბია და საბოლოო არჩევანს მალე გავაკეთებ", - ამბობს ლუკა გუგეშაშვილი.

საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარე ბოლოს „ყარაბახში" თამაშობდა. სამუშაო ხელშეკრულება კლუბთან მან 2023/2024 წლის საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ შეწყვიტა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×