რეზონანსი
05.07.2024

ჩვენ „ქართულ ოცნებას" მხოლოდ იმიტომ გამოვეყავით, რომ ჩვენთვის სიმართლე უფრო ხმამაღლა სათქმელი იყო - არსებობს არჩევნებში ჩვენი ერთად წარმოდგენის თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობა, თუმცა ამ თემაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ხალხის ძალის" წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, „ხალხის ძალა", როგორც საარჩევნო სუბიექტი, მიიღებს თუ არა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას, ჯერ არ უმსჯელიათ.

„რა თქმა უნდა, უმრავლესობა უმრავლესობად რჩება. როდესაც ჩვენ „ქართულ ოცნებას" გამოვეყავით, მაშინაც დავადასტურეთ, რომ უმრავლესობაში ვრჩებოდით. რა თქმა უნდა, ჩვენს შორის ღირებულებითი სხვაობა არ არის და ჩვენი ერთობა არ დარღვეულა.

შესაძლებლობა ჩვენი ერთად წარმოდგენის არსებობს თეორიულიც და პრაქტიკულიც, თუმცა ამ თემზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა. ასე რომ, შეფასებებს ნაადრევად ნუ გავაკეთებთ.

ჩვენ „ქართულ ოცნებას" მხოლოდ იმიტომ გამოვეყავით, რომ ჩვენთვის სიმართლე უფრო ხმამაღლა სათქმელი იყო - ამიტომ წარმოვადგინეთ საკუთარი თავი ცალკე. ის, თუ როგორ იქნება ეს არჩევნებზე, დრო ჯერ კიდევ არსებობს და ამასთან დაკავშირებით შესაძლოა იყოს კონსულტაციები. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ცალ-ცალკე და ერთადაც", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×