რეზონანსი
09.06.2024

ირანის საბჭომ, რომელიც ზედამხედველობს არჩევნებსა და კანონმდებლობას, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ექვსი კანდიდატი დაამტკიცა. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

სიაში არიან ირანის პარლამენტის სპიკერი და რევოლუციური გვარდიის ყოფილი მეთაური მოჰამედ ბაქერ ყალიბაფი, ასევე საიდ ჯალილი და თეირანის მერი ალირეზა ზაკანი. სიაში, რომელიც საარჩევნო ოფისის სპიკერმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოაცხადა, ასევე შედიან რეფორმისტი დეპუტატი მასუდ პეზეშკიანი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მოსტაფა პურმოჰამედი და კონსერვატორი პოლიტიკოსი ამირ-ჰოსეინ ღაზიზადე ჰაშემი.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კანდიდატთა საბოლოო სიის გამოცხადებით მათი საარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×