რეზონანსი
09.06.2024

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი სასაზღვრო კონტროლის გამარტივების საკითხებზე მუშაობენ. ამავე დროს, სოხუმის ხელისუფლება მოელის, რომ მომავალში საგუშაგო საერთოდ არ იქნება, - ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ "რია ნოვოსტის" პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განუცხადა.

„ასეთი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ რუსეთის მხარეს მდინარე ფსოუს საგუშაგო ზაფხულში - ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში - თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მუშაობს“, - განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით, ძველი ხიდით სარგებლობის გადაწყვეტილება მიიღეს და ახლა მისი რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

„ეს გააადვილებს სახელმწიფოებს შორის საზღვრის გადაკვეთას, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დროთა განმავლობაში

მივალთ ურთიერთობის ისეთ ისტორიამდე, როდესაც გამშვები პუნქტი აღარ იქნება საჭირო. იქნება საზღვარი, მაგრამ გამშვები პუნქტი საბოლოოდ ზედმეტი გახდება", - აღნიშნა ბჟანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×