რეზონანსი
04.07.2024

სამწუხაროა, რომ გენერალური პროკურორის არჩევა ფორმალურად ხდება. „ქართული ოცნება" სახელმწიფოს მიტაცების პოლიტიკას აგრძელებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს მათი „ერთგული თანამდებობის პირების დანიშვნას".

„სამწუხაროა, რომ გენერალური პროკურორის არჩევა ფორმალურად ხდება. „ქართული ოცნება" სახელმწიფოს მიტაცების პოლიტიკას აგრძელებს და ცდილობს, რომ მისი ერთგული თანამდებობის პირები დანიშნონ. გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურაც, სწორედ, ამის ნათელი დადასტურებაა. ჩვენ მოვუწოდებდით და კვლავაც მოვუწოდებთ, რომ კანდიდატებმა არ მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, იმიტომ, რომ ის ლეგიტიმურობას მოკლებულია", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გარდა ამ თემისა, ბეჟაშვილმა ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სიახლეებს შესთავაზებს პარტია 8 ივლისს დაგეგმილ ყრილობაზე და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მათ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები შეუერთდებიან.

„ერთობას გავაფორმებთ ქართველ ხალხთან. ამ ერთობაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც ხშირად, შეიძლება, უფრო მეტი ელექტორალური წონა ჰქონდეს, რომელიმე პარტიასთან მიმართებით. ამიტომ, ამ მხრივ ეს პროცესი 8 ივლისს დაიწყება. გარკვეული სიახლეები, შეთავაზებები იქნება საზოგადოებისთვის. წინასაარჩევნო კამპანიის ამოწურვამდე მზარდი ტალღა გვექნება ასეთი შემოდინებების და საზოგადოება ბევრ საინტერესო ადამიანს იხილავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გარშემო",- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×